“არიქა დო ვარიქა” აბიტურიენტებისთვის

Facebook
Google+
Twitter

ილიუნის თეატრში სპეციალურად აბიტურიენტთათვის თეატრალიზებული კონცერტი ”არიქა დო ვარიქა” გაიმართა. ეს სტუდენტური დადგმაა, რომელიც აჩვენებს მომავალ სტუდენტებს იმ შესაძლებლობებს, რომელსაც უნივერსიტეტი აძლევს მათ განვითარებისა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებისათვის.

სპექტაკლი „არიქა დო ვარიქა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მონაწილეობით დადგეს რეჟისორებმა ოთარ ეგაძემ და თიკო ლუტიძემ. სპექტაკლის სიუჟეტი აგებულია ცნობილი ქართული სიმღერების ტექსტების მიხედვით. ახალგაზრდა მსახიობები ქართული ხალხური და პოპულარული სიმღერების საშუალებით წარმოგვიდგენენ სტუდენტურ ცხოვრებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი 2010 წელს დაარსდა. ეს არის პირველი პროფესიული თეატრი საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც სპექტაკლებს ქმნიან როგორც გამოცდილი რეჟისორები მოწვეულ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ასევე ახალბედა ხელოვანებიც, რომლებიც მხოლოდ ახლა ეუფლებიან ამ ურთულეს პროფესიას. თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და მუშაობს ანტრეპრიზის პრინციპზე.