ბლეზი

Facebook
Google+
Twitter
კლოდ მანიე, რეჟისორი: სანდრო ელოშვილი

 

ვოდევილი 3 მოქმედებად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ცენტრის სადიპლომო სპექტაკლი

ღარიბი, ახალგაზრდა მხატვარი ბლეზი ბინას ქირაობს, რათა მდიდარ ბატონ კარლიეს  თავი სასურველ სასიძოდ მოაჩვენოს და მისი ქალიშვილი ლაურა შეირთოს ცოლად. ამ იდეის სულისჩამდგმელი კი თავად ბლეზის საყვარელი ჟენევიევაა, რომელიც ამასთანავე ბატონი კარლიეს საყვარელიცაა. დაიბენით? ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა: გაუგებრობის სერია მაშინ იწყება, როდესაც მხატვარს ისეთ მეტრდოტელს არ გამოუგზავნიან, როგორიც მან მოითხოვა… ამ ფრანგულ ვოდევილში მთელი სამი აქტის განმავლობაში ერთი არეულობა მეორეს ცვლის, კარებს აქ გამუდმებით აჯახუნებენ, ხოლო გაღებისას კი არასდროს შემოდის ის, ვისაც იმ წუთას სცენაზე და დარბაზში ელოდებიან.

რეჟისორი: სანდრო ელოშვილი
დადგმის ხელმღვანელი: ოთარ ეგაძე
მხატვარი: ნინო ჩიტაიშვილი
მუსიკალური გამფორმებელი: ლიკა ნიჟარაძე
ტექნიკური რეჟისორი: თინათინ მუზაშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
არიანა კლარენსი – ნინო მენთეშაშვილი
ბლეზი – გიორგი ჭუმბურიძე
მარი-მადლენ ლეიანკი – მეგი ჯამასპიშვილი; სალომე მიქაძე
ჟენევიევა – ნუცა ხვედეილძე
კლებერ კარლიე – ლევან მამნიაშვილი
საბინა კარლიე – თათია გაბედავა
ლაურა კარლიე – ქეთი ძოწენიძე
პეპიტა – სალომე მიქაძე; მეგი ჯამასპიშვილი

პრემიერა შედგა 2011 წლის 30 ივლისს