რეპერტუარი/მიმდინარე

იდუმალი სკივრი

  1 მოქმედებად ზღაპარი დიდებისათვის, როდესაც ისინი პატარები იყვნენ იდუმალ სკივრში, ერთ მშვენიერ ღამეს თებემ და მატემ თავიანთ საძინებელში რომ აღმოაჩინეს, სწორედ ის ინახება, რასაც ადამიანებისათვის ბედნიერება და კეთილდღეობა მოაქვს, მაგრამ სკივრი დაკეტილია, გასაღები კი – დაკარგული.  აუცილებლად უნდა იპოვოთო, ეუბნება კოსმიური ფერია თებეს და მატეს და ბავშვებიც თავიანთი საძინებლიდან პირდაპირ სხვადასხვა სივრცეებსა და განზომილებაში …

იდუმალი სკივრი Read More »

ზაფხულის ღამის სიზმარი

  3 მოქმედებად მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე რეჟისორი: საბა ასლამაზიშილი მხატვარი: ავთანდილ მოდებაძე კომპოზიტორი:  კონსტანტინე ეჯიბაშვილი, ვახტანგ გვახარია ტექნიკური რეჟისორი: მაკა მეტრეველი მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ავტორი – ვახტანგ გვახარია თეზევსი, ათენის მთავარი და ობერონი, ფერიების მეფე  – ბაჩო ჩაჩიბაია (რუსთაველის თეატრის მსახიობი) ეგეოსი, ჰერმიას მამა და კომშა, დურგალი  – ანდრია ვაჭრიძე ლისანდრე, ჰერმიას მოტრფიალე – …

ზაფხულის ღამის სიზმარი Read More »

იდეალური ოჯახი

  კომედია 1 მოქმედებად რა ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… არსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. მთარგმნელი: მაია ნაჭყებია …

იდეალური ოჯახი Read More »

თოვლის დედოფალი

  ზღაპარი 1 მოქმედებად უშიშარი კაი თოვლსა და ქარბუქში მიუყვება ხიფათით აღსავსე გზას, რათა გადაარჩინოს მეგობარი გერდა, რომელიც თოვლის დედოფალმა ცხრა მთას იქით, ყინულოვან სასახლეში გამოკეტა. ამ გზაზე კაი ბევრ ახალ მეგობრებს გაიჩენს და… არა, უკაცრავად, მგონი პირიქითაა: უშიშარი გერდა თოვლსა და ქარბუქში მიუყვება ხიფათით აღსავსე გზას, რათა გადაარჩინოს მეგობარი კაი, რომელიც თოვლის დედოფალმა ცხრა …

თოვლის დედოფალი Read More »

მარატ-სადი

  ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა, შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით 1 მოქმედებად შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის კი რევოლუცია გზა, რომელიც თავისუფლებისა და ძმობის შეგრძნებებს მოგვიტანს და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში პიესის მთავარი გმირი, მარკიზ დე სადი შარანტონის საგიჟეთში, პაციენტების მონაწილეობით ექსპერიმენტულ სპექტაკლს დგამს …

მარატ-სადი Read More »

ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი

ვოდევილი 2 მოქმედებად მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ყოველთვის ასეა: კეთილი და ხელგაშლილი   ამარცხებს წუწურაქსა და  ძუნწს; მხიარული და ლაღი ამასხარავებს გულჩათხრობილს და ეჭვიანს, შეყვარებული წყვილები აღწევენ საწადელს და საბოლოოდ ყველაფერი კარგად სრულდება. მაგრამ ბედნიერი დასასრული რა მოსატანია იმ ხრიკებსა და ჩახლართულ სიტუაციებთან,  რომლებიც სპექტაკლის გმირებსა და მაყურებელს მხიარულ აურზაურში ახვევს. კარაპეტა, ივანიკა, მარტირუზა… მაყურებლისთვის ძალიან ნაცნობი …

ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი Read More »

რიჩარდ მესამე

  მიმოდრამა 1 მოქმედებად უილიამ შექსპირის ქრონიკების ცნობილ და ტრაგიკულ გმირს, „უგვანოს“, უშნოს, კუზიანსა და კოჭლ არსებას, ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე არაერთგვაროვან მმართველს, ილიაუნის თეატრი პირველად უთმობს საკუთარ სცენას. ახალგაზრდა მსახიობები პლასტიკის ენით ჰყვებიან რიჩარდ გლოსტერის მეფობის იმ სისხლიან ამბავს, რომელიც საუკუნეების შემდეგაც კვლავინდებურად შემზარავია. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი: კახაბერ შარტავა დამდგმელი ქორეოგრაფი: თიკო ქოიავა ტექნიკური რეჟისორი: ელენე …

რიჩარდ მესამე Read More »

ჩარლის დეიდა

კომედია 1 მოქმედებად ჩახლართული და აბსურდული სიტუაციებით სავსე კომედია, სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილს ხლართავენ; სადაც ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება უცბად ქალბატონ როზად გადაიქცეს; ქალბატონ როზად გადაცმული ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება პოლკოვნიკს შეუყვარდეს, ხოლო პოლკოვნიკს სტუმრად მისი პირველი სიყვარული, დონა როზა ეწვიოს, რომელიც თურმე პოლკოვნიკის შვილის მეგობრის დეიდაა, სწორედ ის დეიდა, რომლის ტანსაცმელშიც გამოწყობილა მისი …

ჩარლის დეიდა Read More »

სეზარი და დრანა

მონოსპექტაკლი 1 მოქმედებად უსასრულო გზა, ურიკა, რომელსაც ბებერი ცხენი სეზარი ნელ–ნელა მიაგორებს. ეს ურიკა პატარა ბოშა ქალის მთელს ავლადიდებას იტევს. დრანა განვლილი ცხოვრების შესახებ ისე ყვება, გეგონებათ თავის ცხენს უამბობსო… ომსა და დევნაზე მოყოლილი ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ისტორია კი თითქოს მთელი ერის ტრაგედიის ანარეკლია. ფრანგულიდან თარგმნა ქეთევან კვანტალიანმა რეჟისორი: რუსუდან კობიაშვილი მხატვარი: თამარ კობიაშვილი მუსიკა: მაია …

სეზარი და დრანა Read More »

ILIAUNITHEATRE

საიტი დამზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ

ILIAUNITHEATRE

საიტი დამზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ