სიახლე

“ოიდიპოსი და იოკასტე”, პრემიერა

14 თებერვალს 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი მე-10 საიუბილეო სეზონის მეორე პრემიერას წარმოგიდგენთ. ვალენტინობის დღესასწაულზე თეატრის სცენა ბერძნული მითოლოგიის ყველაზე ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას დაეთმობა. „ოიდიპოსი და იოკასტე“ ამ მითის  ახალი ქართული დრამატული ინტერპრეტაციაა, რომელიც გიორგი მაისურაძემ დაწერა. ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მთავარი მოქმედი პირები თოჯინები არიან. სწორედ თოჯინები გაითამაშებენ  მსოფლიო დრამატურგიის ყველაზე ფატალური ფიგურის სიყვარულის …

“ოიდიპოსი და იოკასტე”, პრემიერა Read More »

“თოვლის დედოფალი” ქუთაისში

2020 წლის 8 თებერვალს ილიაუნის თეატრი პირველად ესტუმრება ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს სპექტაკლით „თოვლის დედოფალი“. მაყურებელთა თხოვნის გათვალისწინებით, სპექტაკლი ქუთაისის თეატრში ორჯერ გაიმართება 16:00 და 18:00 საათზე. საახალწლო სპექტაკლის პრემიერა 2018 წლის დეკემბერში შედგა და დღემდე ძალიან მოთხოვნადია მაყურებლის მხრიდან. ორი წლის განმავლობაში, დეკემბრის და იანვრის თვეში თეატრმა 41 სპექტაკლი ითამაშა …

“თოვლის დედოფალი” ქუთაისში Read More »

“იდუმალი სკივრი”, პრემიერა

17, 18 და 19 იანვარს 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი მე-10 საიუბილეო სეზონს პრემიერით გახსნის. ზღაპარი დიდებისათვის, როდესაც ისინი პატარები იყვნენ – ასე დაახასიათა რეჟისორმა კახა შარტავამ სპექტაკლი „იდუმალი სკივრი“, რომლის პიესის ავტორიც თავად გახლავთ. „წარმატებული სპექტაკლის „თოვლის დედოფალი“ შემდეგ, რომლის პრემიერაც ილიაუნის თეატრში 2018 წლის მიწურულს შედგა, ამ ახალ ზღაპარს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ“, – ამბობს …

“იდუმალი სკივრი”, პრემიერა Read More »

“ზაფხულის ღამის სიზმარი”, პრემიერა

14 მაისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრში ამ სეზონის მეხუთე პრემიერა გაიმართება ახალგაზრდა რეჟისორი, საბა ასლამაზიშვილი საკმაოდ წარმატებული დებიუტის (“მარატ-სადი”) შემდეგ, არც ახლა გაურბის ექსპერიმენტს: ამჯერად მისი სპექტაკლი, უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარი”, თანამედროვე და განსხვავებული ფორმის  მოშველიებით, ეცდება გაარკვიოს ურთიერთკავშირი ცხადსა და სიზმარს შორის და დაადგინოს რა არის თეატრი დღევანდელი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რა არის სიყვარული …

“ზაფხულის ღამის სიზმარი”, პრემიერა Read More »

“იდეალური ოჯახი”, პრემიერა

30 და 31 მარტს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრში ამ სეზონის მეოთხე პრემიერა გაიმართება სპექტაკლი “იდეალური ოჯახი” რეჟისორმა დავით ჭახრაკიამ ვაცლავ ჰაველის პიესის “ვერნისაჟი” მიხედვით დადგა. სპექტაკლის მხატვარი გიორგი უსტიაშვილია. იდეალური ოჯახისა და მისი სტუმრის ისტორიას კი მსახიობები რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი), გიორგი გოგუაძე (ერისთავის თეატრის მსახიობი) და პაატა პაპუაშვილი (მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი) გაითამაშებენ. რა …

“იდეალური ოჯახი”, პრემიერა Read More »

საქველმოქმედო სპექტაკლები

16 და 24  თებერვალს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი ფონდთან “ცხოვრება მშვენიერია” ერთად საქველმოქმედო სპექტაკლებს ითამაშებს. 15 წლის ქეთი ქარუმაძეს და 21 წლის ანი ჭინჭარაულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. მათ დასახმარებლად ილიაუნის თეატრში სპექტაკლი “ჟლეტის ღმერთი” გაიმართება, რათა ერთად გადავარჩინოთ მოზარდების სიცოცხლე.

“თოვლის დედოფალი” პრემიერა

2018 წლის 25 დეკემბერს ილიაუნის თეატრის სცენაზე ჯადოსნური, საახალწლო ზღაპრის “თოვლის დედოფალი” პრემიერა შედგა. “თოვლის დედოფალი”, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ძალიან ცნობილი ზღაპარი, ჩვენს სცენაზე პირველად გაცოცხლდა როგორც ბავშვებისათვის, ასევე მათი მშობლებისა და მოზარდებისათვის. თეატრმა სპექტაკლი საახალწლო დღეებში 15 – ჯერ ითამაშა და არცერთ წარმოდგენას ანშლაგის გარეშე არ ჩაუვლია. საახალწლო სპექტაკლზე რეჟისორმა კახაბერ შარტავამ იმუშავა თეატრის მსახიობებთან …

“თოვლის დედოფალი” პრემიერა Read More »

“აკრძალული თამაშები” პრემიერა

2018 წლის 23 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლის “აკრძალული თამაშები” პრემიერა შედგა. სპექტაკლის რეჟისორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებული გვანცა ხვიჩიაა. თოთხმეტი წლის გოგო თექვსმეტი წლის ბიჭების ყურადღების მიქცევას ცდილობს, ზრდასრულ ქალბატონის როლს მოირგებს, ალკოჰოლსაც მიირთმევს და სიგარეტსაც ეწევა. ბიჭებიც ერთვებიან გოგოს შეთავაზებულ თამაშში, რომელიც ნელ-ნელა აკრძალულ საზღვრებს გადაკვეთს და სასამართლო პროცესამდე მიდის. ვინ არის დამნაშავე? გოგოს ბრალია რაც მოხდა, თუ ბიჭების? ან საერთოდ რა მოხდა? და, რაც მთავარია, დარწმუნებული ხართ, რომ ეს ყველაფერი თქვენს შვილს არ დაემართება? 1988 წელს ისრაელში მომხდარ რეალურ ამბებზე დაფუძნებული პიესა თანაბრად აფრთხილებს მოზარდებს, მათ მშობლებს,მათ მასწავლებლებს და ყველა ჩვენგანს, რომ მსგავსი რამ შეიძლება აქვე, მეზობელი სახლის ეზოშიც მოხდეს.  

“თარგმანები” პრემიერა

2018 წლის 19 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლის “თარგმანები” პრემიერა შედგა. სპექტაკლის რეჟისორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის  კურსდამთავრებული ლუკა ინწკირველია. სპექტაკლი ნომინირებული იყო 2018 წლის წინანდლის პრემიაზე. 1833 წელი. ირლანდიის პატარა დასახლება ბეილი ბეგი დიდი ცვლილებების წინაშე დგას: ღარიბთა სკოლას, რომელშიც ირლანდიულად, ლათინურად და ბერძნულად ასწავლიან, მალე ბრიტანული განათლების სისტემის …

“თარგმანები” პრემიერა Read More »

“მარატ-სადი” თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

ილიაუნის თეატრის სპექტაკლი „მარატ-სადი“ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის რეკომენდირებულ სპექტაკლებს შორისაა. ფესტივალის ქართული პროგრამის რეკომენდირებული სპექტაკლები თეატრის კრიტიკოსებისგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. აღსანიშანავია, რომ სპექტაკლის რეჟისორი, საბა ასლამაზიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური პროგრამის კურსდამთავრებულია და „მარატ-სადი“ მისი სადებიუტო ნამუშევარია. პიესაზე მან ამავე პროგრამის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად იმუშავა, რომელთაც პარტნიორობას გამოცდილი, ცნობილი მსახიობები: ბაჩო ჩაჩიბაია, …

“მარატ-სადი” თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე Read More »

ILIAUNITHEATRE

საიტი დამზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ

ILIAUNITHEATRE

საიტი დამზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ