დანიმ ჩიტი დაიჭირა

Facebook
Google+
Twitter
რეჟისორი: მაია ჩართოლანი

 

კომედია 2 მოქმედებად

ეს სახლი კი არა, ჯოჯოხეთია და ამ ჯოჯოხეთში უამრავი ხალხი ცხოვრობს. ბებია, ბაბუა, დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები მუდმივად ურთიერთობას არკვევენ, მუდმივად ჩხუბობენ, დაობენ, წუწუნებენ, მიდი-მოდიან, კარებს აჯახუნებენ. მოკლედ, გაუგებრობების ერთი ნაკადი მეორეს ანაცვლებს. როგორ უნდა გამონახოს საერთო ენა დიდმა ოჯახმა? ამის ერთ-ერთ რეცეპტს ჩვენს სცენაზე გათამაშებული კომედია შემოგთავაზებთ.

რეჟისორი: მაია ჩართოლანი
მხატვარი: ქეთი თოდაძე
მუსიკალური გამფორმებელი: ანა ზამბახიძე
ქორეოგრაფი: ანანო სამსონაძე
ტექნიკური რეჟისორი: ელენე გაბისონია

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ალისა, დედა – მაკა ბარდაველიძე
ანდრე, მამა – პაატა კიკვაძე
ფრანსუა, უფროსი ვაჟი – დევი რეხვიაშვილი, ცოტნე საგინაძე
დომინიკა, უფროსი ქალიშვილი ნინი არჩაია, სალომე წურწუმია
დანი, უმცროსი ქალიშვილი – ანა ზამბახიძე, სოფო ჩხიტუნიძე
ჟენევიევა, ბებია – ნინო ლეჟავა
ჟორჟი – შალვა ანთელავა
პინკი, ფრანსუას შეყვარებული – ლიკა შუკაკიძე, ხატია მელქაძე
მოხუცი – ედმონ გაბედავა, სოსო მოლოდინაშვილი

სპექტაკლის ხანგრძლივობა – 2 საათი და 15 წუთი ანტრაქტის ჩათვლით
განახლებული პრემიერა შედგა 2018 წლის 19 იანვარს

 

 

ILIAUNITHEATRE

საიტი დამზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ

ILIAUNITHEATRE

საიტი დამზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ