Geo

სიახლეები

08.11.2016 - "მეტამორფოზები" - მესამე კურსის სტუდენტების საკურსო სპექტაკლი

 

 

 

8 ნოემბერს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები წარმოადგენენ საკურსო სპექტაკლს "მეტამორფოზები". 

 

 

 

ოვიდიუსის პოემის "მეტამორფოზები ანუ გარდასახვანი" მიხედვით შექმნილი ოთხი ნოველა ერთი ადამიანის ცხოვრების გარდამტეხი მოვლენების შესახებ გვიყვება. 90-ანი წლების საქართველოში არსებული პრობლემები, ერთის მხრივ შიმშილი, სიღატაკე, უმუშევრობა და დაკარგული ბავშობა, ხოლო მეორე მხრივ პოლიტიკური ვერტიკალისთვის ბრძოლა ერთი ადამიანის გარშემო იყრის თავს, რომელიც არჩევანის წინაშე დგას: ყველაფერი თუ არაფერი. 

 

 

 

 

 

რეჟისორი - საბა ასლამაზიშვილი

 

მონაწილეობენ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები:
 

საბა ასლამაზიშვილი
ლუკა ახალაძე 
პაატა ბაბლუანი
გივი ბარათაშვილი 
ელენე გარუჩავა
ელენე დაბრუნდაშვილი
კონსტანტინე ეჯიბაშვილი 
ჯანო ვალიშვილი 
ვლადიმერ ვაშაკიძე 
გიორგი მაქაძე
საბა ფოფხაძე 

 

და მოწვეული მსახიობი თორნიკე კაკულია.