Geo

სიახლეები

14.03.2017 - "ჩეხოვი.რეპეტიცია" ბელგიაში მიემგზავრება


14 მარტს ილიაუნის თეატრი სპექტაკლით „ჩეხოვი.რეპეტიცია“ ამჯერად ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში მიემგზავრება. თეატრი სპექტაკლს 16 მარტს, დღის 15:00 საათზე წარმოადგენს.

 

ლიეჟის სამეფო უნივერსიტეტის თეატრი, სადაც ილიაუნის თეატრი ითამაშებს სპექტაკლს, 1941 წელს დაარსდა და 1983 წლიდან ყოველწლიურად მრავალი თეატრალური დასის მასპინძელია. ლიეჟის სამეფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე 150 - ზე მეტ თეატრს აქვს წარმოდგენილი სპექტაკლი - 30-მდე ქვეყნიდან. წელს კი, ამ სიას ილიაუნის თეატრიც შეუერთდება.


ლიეჟის სამეფო საუნივერისტეტო თეატრს საქართველოსთან ერთად წელს ფინეთის, კოსტა რიკის, არგენტინის, ამერიკის, კოლუმბიის, საფრანგეთისა და ესტონეთის თეატრები ეწვევიან.


სპექტაკლის „ჩეხოვი.რეპეტიცია“ პრემიერა ილიაუნის თეატრში 2016 წლის ივნისში შედგა, თუმცა მესამე პრემიერა თეატრმა საფრანგეთში, ლიმოჟის თეატრალური სკოლების ფესტივალზე ითამაშა.

 

 

ინფორმაცია სპექტაკლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ


ბელგიიდან ილიაუნის თეატრი 19 მარტს, მთავარი პროგრამის დასრულების შემდეგ დაბრუნდება.