Geo

სიახლეები

21.10.2017 - პრემიერა და სეზონის გახსნა

 

21 ოქტომბერს, 20:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი სეზონს სპექტაკლის „ხალხის მტერი“ პრემიერით გახსნის.

 

21, 22 და 27 ოქტომბერს ილიაუნის თეატრში ჰენრიკ იბსენის პიესის „ხალხის მტერი“ პრემიერა შედგება. სპექტაკლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტის, საბა ასლამაზიშვილის სადიპლომო ნამუშევარია.

 

სპექტაკლში მონაწილეობას მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტები მიიღებენ, რომელთაც პარტნიორობას ამავე პროგრამის კურსდამთავრებულები და უკვე პროფესიონალი მსახიობები ანდრია ვაჭრიძე, ზურაბ გაბუნია, სალომე მიქაძე და მარიამ კალატოზიშვილი გაუწევენ.

 

 

როდესაც სიმართლე თავისუფლების ტოლფასია

რა ძალა აქვს სიმართლეს ძალაუფლებისათვის მებრძოლი უმრავლესობის წინააღდმეგ;
მოერევა კი ერთი კაცის სიმართლე მაღალჩინოსნების მიერ მოტყუებულ ბრბოს;
აქვს კი აზრი დაუპირისპირდე გარშემომყოფებს, როდესაც შენს სიმართლეში დარწმუნებული ხარ;
ღირს კი ბრძოლა, როდესაც მარტო ხარ?
იქნებ ჯობდეს გაჩუმდე და შეინარჩუნო ოჯახი, სტატუსი, პატივისცემა, კეთილდღეობა...

 

ახალგაზრდა რეჟისორისათვის „ხალხის მტერი“ დებიუტი არ არის. საბა ასლამაზიშვილის საკურსო სპექტაკლი „მეტამორფოზები“ უკვე მეორე წელია ილიაუნის თეატრის რეპერტუარშია. სპექტაკლი „ხალხის მტერი“ ილიაუნის თეატრის რეპერტუარში პრემიერის შემდეგაც დარჩება.