Geo

სიახლეები

08.10.2018 - ჩვენი თეატრის ახალგაზრდა რეჟისორები "2018 წლის წინანდლის პრემიის" ნომინანტები არიან

"2018 წლის წინანდლის პრემიის" ნომინანტების ვინაობა ცნობილია.

 

თეატრალური ხელოვნების ნომინაციაში სამი ნომინანტიდან, ერთი ილიაუნის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტი, მეორე კი ამავე პროგრამის კურსდამთავრებულია:
საბა ასლამაზიშვილი სპექტაკლით "მარატ-სადი" და ლუკა ინწკირველი სპექტაკლით "თარგმანები". 
 

"მარატ-სადი" (პეტერ ვაისის მიხედვით) საბა ასლამაზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სპექტაკლია, რომლის პრემიერაც ჩვენს თეატრში მიმდინარე წლის 10 მაისს შედგა, ხოლო ლუკა ინწკირველის სადიპლომო სპექტაკლის "თარგმანები" (ავტორი ბრაიან ფრილი) ღია პრემიერა ილიაუნის თეატრში 19 ოქტომბერს გაიმართება.

 

პრემიის მესამე ნომინანტი თავისუფალი თეატრის მსახიობი, ნატალია ყულოშვილია, სპექტაკლით "ალტონელი განდეგილები", რეჟოსორი: ვანო ხუციშვილი.

 

ილიაუნის თეატრი წარმატებას უსურვებს სამივე ნომინანტს და განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდა რეჟისორებს!