Geo

სიახლეები

19.10.2018 - პრემიერა - "თარგმანები"

ილიაუნის თეატრში 19, 20 და 26 ოქტომბერს პრემიერა გაიმართება. "თარგმანები" მეოთხე კურსის სტუდენტის, ლუკა ინწკირველის სადიპლომო სპექტაკლია თეატრალური ხელოვნების პროგრამის მიმართულებით. დადგმის ხელმძღვანელი ვანო ხუციშვილია. 

 

სპექტაკლი ნომინირებული იყო 2018 წლის წინანდლის პრემიაზე. 

 

1833 წელი. ირლანდიის პატარა დასახლება ბეილი ბეგი დიდი ცვლილებების წინაშე დგას: ღარიბთა სკოლას, რომელშიც ირლანდიულად, ლათინურად და ბერძნულად ასწავლიან, მალე ბრიტანული განათლების სისტემის ინგლისურენოვანი სკოლა ჩაანაცვლებს.  ირლანდიური ტოპონიმების მოსაწესრიგებლად და გასაგებ, მიღებულ, დახვეწილ ინგლისურზე გადასათარგმნად კი სამხედრო ინჟინრები ჩამოდიან.

 

ნუთუ შესაძლებელია მარცვალ-მარცვალ გადათარგმნო კულტურა და ტრადიციები? რა ძალა აქვს ენას? რა გავლენა აქვს მას უბრალო ადამიანებზე? თუ ლამაზ გოგოს მის ენაზე არ ეტყვი მიყვარხარო, ნაკლებად ხომ არ გეყვარება. ნუთუ მხლოდ ენაა საკმარისი, რომ საკუთარ ძმას, მეზობელს, მეგობარს ჭეშმარიტება შეაგნებინო...

 

ქვეყანაში, რომელმაც საკუთარი ენის შესანარჩუებლად მრავალი ქარტეხილი გამოიარა, ირლანდიის „გადათარგმნის“ დრამატული ამბავი განსაკუთრებული სიმძაფრით ჟღერს.

 

თარგმანი - დავით გაბუნია

რეჟისორი - ლუკა ინწკირველი

დადგმის ხელმძღვანელი - ვანო ხუციშვილი

მხატვარი - თეო კუხიანიძე

ტექნიკური რეჟისორი - ელენე გაბისონია

 

 

მონაწილეობენ:
ლუკა ახალაძე
მარიამ ბალახაძე
გივიკო ბარათაშვილი
ლიკა ბარბაქაძე
ირაკლი კერესელიძე
გიორგი მაქაძე
თინათინ ნიკოლაშვილი
გიორგი ქორიძე
გიორგი ცერცვაძე
ანი შურღაია