Geo

არქივი

მატყუარები
მარსელ კარნე, რეჟისორი რუსუდან კობიაშვილი

2 მოქმედებად

 

ბარი „პარადისი“ – ახალგაზრდების სამოთხე: პროგრამაშია სექსი, ნარკოტიკები, თანამედროვე მუსიკა, საზოგადოებრივი ნორმების მიუღებლობა...   ამ ორომტრიალში დაბადებული სიყვარული ითელება, ახლადშექმნილი სიცოცხლე იღუპება, სიმართლე ტყუილად გადაიქცევა.

 

ილიაუნის თეატრის სცენიდან თერთმეტი ახალგაზრდა მსახიობი ნახევარი საუკუნის წინანდელი ფრანგული კლასიკის მოშველიებით ძალიან გულწრფელად გიამბობენ ისტორიას თავიანთ თანატოლებზე,  რომელნიც ნამდვილ გრძნობებსა და ფასეულობებს იმდენად არაგულწრფელად ეპყრობიან, რომ საბოლოო ჯამში სხვებსაც ატყუებენ და საკუთარ თავსაც. ყველაფერ ამას კი გამოუსწორებელ ტრაგედიამდე მივყავართ.

 

ნუთუ ყველა დროში ასე რთულია იყო ახალგაზრდა?!
 

ქართული ტექსტი შექმნილია ვახტანგ ჭელიძის თარგმანისა და მიხეილ თუმანიშვილის ინსცენირების მიხედვით

 

რეჟისორი: რუსუდან კობიაშვილი

მხატვარი: თამარ კობიაშვილი

მუსიკალური გაფორმება: მაია გოგსაძე

ქორეოგრაფი: სოფო გვრიტიშვილი

ტექნიკური რეჟისორი: ელენე გაბისონია

 

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

მფარველი ანგელოზი – ლაშა ამბიძე, გიორგი მახარაძე

ალენ – ბაჩო სოხაძე

ბერნარ –  ლუკა ახალაძე

ბობ –  თემურ კვარაცხელია

კლო – ანა თალაკვაძე

მიშელ – სალომე მიქაძე

ნადინ – მარეხ კვიჟინაძე

პიტერ ელიზბარ ჩხეიძე

როჟე – ზუკა გაბუნია

ბატონი ფელიქს / ბარმენი – ანდრია ვაჭრიძე

ფრანსუაზ – გვანცა ესართია

 

განსაკუთრებული მადლობა რუსთაველის თეატრის მუზეუმს პიესის ქართული ვერსიის მოწოდებისთვის.

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა 2 საათი 10 წუთი ერთი ანტრაქტით

 

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2014 წლის 17 ოქტომბერს

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით