Geo

არქივი

სახურავი
სანდრო კაკულია, რეჟისორი ლევან ხვიჩია

1 მოქმედებად


რა აერთიანებთ გიგის, შოთის, ეკას, მარის, ოთოს, კოკის? ტელევიზია, სადაც წარმოსახვით იწყება და მთავრდება ყოველი დღე. მთავარია იყოს  ერთი ღერი, ერთი აბი, ერთი წვეთი და მეგობარი კიდევ უფრო ახლობელია, შეყვარებული კიდევ უფრო მშვენიერია. ეს სივრცე ყველაზე მიმზიდველი სამყაროს სახურავია, სადაც პრობლემები იშლება, იფანტება ღერების, აბების, წვეთების წყალობით და ამ სახურავიდან ჩამოსვლა არავის უნდა.

ჩვენს სცენაზე ყველაზე არარეალური, ყველაზე ოლუზორული სამყაროს ნაწილი გახდებით და თქვენც შეეცდებით გასცეთ პასუხი კითხვას: რა შეიძლება მოჰყვეს ერთ დღესაც ამ ერთ ღერს, ერთ აბს და ერთ წვეთს...

 

რეჟისორი: ლევან ხვიჩია
მხატვარი: შოთა ბაგალიშვილი
კომპოზიტორი: ნიკოლოზ მაჩაიძე
ტექნიკური რეჟისორი: ელენე გაბისონია

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

გიგი გიორგი მამალაშვილი
შოთი – დავით დავითულიანი
ეკა – ნინუკა ქოიავა-შარაშენიძე, მაშო მელქაძე
მარი – თუთა ოქროპირიძე
კოკი – ანდრია ვაჭრიძე
ოთო  – ზუკა გაბუნია

 

დეკორაცია დამზადდა ილიაუნის თეატრის სახელოსნოში


პრემიერა შედგა  2015 წლის 18 დეკემბერს
სპექტაკლის ხანგრძლივობა - 75 წუთი ანტრაქტის გარეშე


სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით