Geo

არქივი

სიზმრები სინანულისანი
მიხაილ ბულგაკოვის პიესის მიხედვით, რეჟისორი ოთარ ეგაძე

კომედია 2 მოქმედებად

 
„ეს აინშტაინის თეორიის ნაწილია: დრო არ არსებობს და მასში გადაადგილებაც ბიო-ზელდა ბირთვის საშუალებით ხდება“,  რის დამტკიცებაც მეცნიერ-გამომგონებელმა მიხეილ გორგაძემ შეძლო და დიდი დავით აღმაშენებელი ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ამოგზაურა.
 
მიხაილ ბულგაკოვის პიესის „ივან ვასილის-ძე“ მიხედვით
გაქართულებული ვერსიის ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი
 
რეჟისორი: ოთარ ეგაძე
კოსტუმების მხატვარი: ხატია ჩომახაშვილი
მუსიკალური გაფორმება: ლიკა ნიჟარაძე
ქორეოგრაფი: გია მარღანია
სასცენო მოძრაობა: სოფო გვრიტიშვილი
ტექნიკური რეჟისორი: მარადია ცაავა
 
სპექტაკლში გამოყენებულია სულხან ცინცაძის მინიატურები საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის შესრულებით, სოსო ბარდანაშვილის „ელეგია“ თელ-ავივის კამერული ორკესტრის შესრულებით და „ფსალმუნი 121“ ბუდაპეშტის ქალთა გუნდის შესრულებით.
დეკორაცია დაამზადა გიორგი ურიდიამ
 
მ ო ქ  მ ე დ ი   პ ი რ ნ ი   დ ა    შ ე მ ს რ უ ლ ე ბ ე ლ ნ ი:
 
მიხეილ გორგაძე, მეცნიერ-გამომგონებელი - ნიკუშა გიორგაძე, გიორგი ჭუმბურიძე
ეკატერინე გორგაძე, მსახიობი, მიხეილ გორგაძის მეუღლე - მარი კალატოზიშვილი
დავით გიორგის-ძე ყივჩაშვილი, ამხანაგობის თავმჯდომარე -  ზუკა პაპუაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)
ნინო დელიძე, დავით ყივჩაშვილის მეუღლე - თამთა ცინცაძე
გურამ გვილავა, შ.პ.ს. „ჯანმრთელი კბილის“ დირექტორი - დავით ველიჯანაშვილი
ზაალ ციციშვილი, მძარცველი - დავით გიგოლაშვილი
დავით IV გიორგის-ძე ბაგრატიონი, ერთიანი საქართველოს მეფე - ზუკა პაპუაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)
ოთარ სტურუა, კინორეჟისორი - კახა გოგიძე
დედოფალი - თამთა ცინცაძე
შირვანის ელჩი - კახა გოგიძე
მონა-სპა, მუსიკოსები, დედოფლის თანმხლებნი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ცენტრის სტუდენტები და კურსდამთავრებულები:  ზუკა გაბუნია, ანი თალაკვაძე, თემურ კვარაცხელია, ნიკა ნანიტაშვილი, რევაზ ფიფია, გიგა ცერცვაძე, ზვიად ძულიაშვილი
აკაკი ხიდაშელი, მსახიობი - აკაკი ხიდაშელი
 
განსაკუთრებული მადლობა:
გიო ცინცაძეს, სოსო ბარდანაშვილს, თამაზ კოჭლამაზაშვილს, ოთარ ჩუბინიშვილს, კონსტანტინე ვარდელს,  ნოდარ ჟვანიას, თამაზ ბათიაშვილს.
 
ყველა საავტორო უფლება დაცულია.
სპექტაკლი დაიდგა სს ბაზისბანკის ფინანსური ხელშეწყობით.
 
წარმოდგენის ხანგრძლივობა: 2 საათი და 20 წუთი
პრემეირა შედგა 2012 წლის 22 მარტს