Geo

არქივი

ინსტინქტი
ჟან-ჟაკ ბრიკერისა და მორის ლასეგის პიესის მიხედვით, რეჟისორი ოთარ ეგაძე

კომედია 2 მოქმედებად

 
"ინსტინქტის" სიუჟეტი მარტივი და ამასთანავე "ძალიან ფრანგულად" ჩახვეულია. ახალგაზრდა ლუი მამასთან ერთად მარტო ცხოვრობს; დედა არ ახსოვს, იგი დედის მეგობარმა მატილდამ გაზარდა. უცნაური სტუმრის ჩამოსვლა და შოკისმომგვრელი აღსარებები მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.  ტყუილი და მართალი, გასაგები და გაუგებარი ერთმანეთში აირევა, გამოსავალი კი, როგორც ფრანგულ კომედიას სჩვევია, მოულოდნელობებით სავსე და ყოვლად დაუჯერებელია, როგორც თოვლი მაისში.
 
ჟან-ჟაკ ბრიკერისა და მორის ლასეგის პიესის "მოლანდება, ანუ მამრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი" მიხედვით
 
ქართული ტექსტი: ბასა ჯანიკაშვილი
რეჟისორი: ოთარ ეგაძე
კოსტიუმების მხატვარი: ნინო ჩიტაიშვილი
ქორეოგრაფი: გია მარღანია
მუსიკალური გაფორმება: ზურა გაგლოშვილი
ტექნიკური რეჟისორი: მაკა მეტრეველი
 
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
 
ალბერ ლამარი - დუტა სხირტლაძე
მატილდა ლასბრი - ბაია დვალიშვილი, რუსიკო ბოლქვაძე
ლუი, ალბერის ვაჟი - გიორგი ჭუმბურიძე
ჟასანტი, მოახლე - მაკა ძაგანია
ფრენკ ჰარდერი - დავით გიგოლაშვილი
 
დადგმა დააფინანსა ქალაქ თბილისის მერიამ (პროექტი - თოვლი მაისში)
განახლებული პრემიერა შედგა 2011 წლის 14 ოქტომბერს
 
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 2 საათი და 20 წუთი