Geo

არქივი

ბლეზი
კლოდ მანიე, რეჟისორი სანდრო ელოშვილი

ვოდევილი 3 მოქმედებად

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ცენტრის სადიპლომო სპექტაკლი

 
ღარიბი, ახალგაზრდა მხატვარი ბლეზი ბინას ქირაობს, რათა მდიდარ ბატონ კარლიეს  თავი სასურველ სასიძოდ მოაჩვენოს და მისი ქალიშვილი ლაურა შეირთოს ცოლად. ამ იდეის სულისჩამდგმელი კი თავად ბლეზის საყვარელი ჟენევიევაა, რომელიც ამასთანავე ბატონი კარლიეს საყვარელიცაა. დაიბენით? ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა: გაუგებრობის სერია მაშინ იწყება, როდესაც მხატვარს ისეთ მეტრდოტელს არ გამოუგზავნიან, როგორიც მან მოითხოვა... ამ ფრანგულ ვოდევილში მთელი სამი აქტის განმავლობაში ერთი არეულობა მეორეს ცვლის, კარებს აქ გამუდმებით აჯახუნებენ, ხოლო გაღებისას კი არასდროს შემოდის ის, ვისაც იმ წუთას სცენაზე და დარბაზში ელოდებიან.
 
დადგმის ხელმღვანელი: ოთარ ეგაძე
მუსიკალური გამფორმებელი: ლიკა ნიჟარაძე
ტექნიკური რეჟისორი: თინათინ მუზაშვილი
 
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
არიანა კლარენსი - ნინო მენთეშაშვილი
მარი-მადლენ ლეიანკი - მეგი ჯამასპიშვილი; სალომე მიქაძე
ჟენევიევა - ნუცა ხვედეილძე
კლებერ კარლიე - ლევან მამნიაშვილი
საბინა კარლიე - თათია გაბედავა
ლაურა კარლიე - ქეთი ძოწენიძე
 
პრემიერა შედგა 2011 წლის 30 ივლისს