Geo

არქივი

ფრანგული გარნირი
მარკ კამოლეტი, რეჟისორი სანდრო ელოშვილი

კომედია 2 მოქმედებად

 
”ფრანგული გარნირი”  ტიპიური ბულვარული კომედიაა, რომლის ავტორი მარკ კამოლეტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხშირად დადგმული ფრანგული პიესის შემქმნელი.
 
ჟაკლინი, ბერნარდის ცოლი, დედათან აპირებს წასვლას, ხოლო ბერნარდი საყვარელს, სუზანას, ელოდება. სუზანას დაბადების დღე აქვს და ამიტომ ბერნარდმა ვახშამი შეუკვეთა პროფესიონალ მზარეულს, რომელსაც სუზეტა ჰქვია. თუმცა ჟაკლინი არსადაც არ მიდის, რადგანაც ამ დროს რობერი ჩამოდის. რობერი ბერნარდის მეგობარი და ჟაკლინის საყვარელია... სპექტაკლის ბოლოს კი ჟორჟი გამოჩნდება... ვერაფერი გაიგეთ, არა? გვეწვიეთ და შევეცდებით აგიხსნათ.
 

მარკ კამოლეტის პიესის  “ღამის პერანგი ექვსისთვის” (“Un pyjama pour six”) მიხედვით

ქორეოგრაფი - გია მარღანია
მხატვარი - სოფო კიკნაველიძე
მუსიკალური გაფორმება - სანდრო ელოშვილი
რეჟისორის ასისტენტი - ხათუნა აფციაური
 
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
 
ბერნარდი - დავით ჭიჭინაძე
ჟაკლინი - სალომე მიქაძე
 
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2011 წლის 16 დეკემბერს
 
სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 50 წუთი, ანტრაქტის ჩათვლით