Geo

არქივი

ჭალას ჩიტი მომკვდარიყო
თამაზ ჭილაძე, რეჟისორი დავით ანდღულაძე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სპექტაკლი

 

 

2 მოქმედებიანი დრამა ანტრაქტის გარეშე

 

ეს ამბავი ანდროზეა. ანდრო  წარმატებული პოლიტიკოსია. ბედმა ყველაფერში გაუღიმა: ლამაზი ცოლი ჰყავს, კიდევ უფრო ლამაზი საყვარელი, მშვენიერი სახლი აქვს, ლამაზი ბაღით გარშემორტყმული... თუმცა, პოლიტიკა ისეთი რამ არის, შეიძლება ასმა კაცმა ვერაფერი დაგაკლოს, მაგრამ ერთი კაცის ლუკმად იქცე.

 

რეჟისორი: დავით ანდღულაძე

მხატვარი: ეკა მაღალაშვილი

რეჟისორის ასისტენტი: გიორგი ტრაპაიძე

მუსიკალური გაფორმება: დავით ანდღულაძე

 

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ანდრო - თორნიკე ბაბუხადია

დოდო, ანდროს ცოლი - მარიამ ამაშუკელი

დავითი, ანდროს მამა / ფრანგი კავალერი - თორნიკე ჩეკურიშვილი

ბაადური - კახა ლოსაბერიძე

დელი - ხატია ბრაჭული

ვაჟას მცველი / ფრანგი მკერავი - მირიან გოცირიძე

მკვლელი ქალი - ნათია იბიშვილი

 

სპექტაკლში გამოყენებულია ედიტ პიაფის, ტრილოკ გურთუს და კიტაროს ნაწარმოებები

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 15 წუთი

 

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2014 წლის 16 თებერვალს

 

 

სპექტაკლი ეძღვნება ოთარ ჭილაძის ხსოვნას