Geo

მიმდინარე

სკაპენის ოინები
ჟან-ბატისტ მოლიერი, რეჟისორი გოგა ქაჩიბაია

კომედია 1 მოქმედებად

 

ორი შეყვარებული ბიჭი, რომელნიც მამების რისხვას გაურბიან, ორი მშვენიერი, მაგრამ გაურკვეველი წარმომავლობის, ღარიბი გოგო, ორი მდიდარი მამა, რომელნიც სახლში ბრუნდებიან, რათა შეყვარებული ბიჭები სულ სხვა გოგოებზე დაქორწინინონ და ყოვლისშემძლე მსახური სკაპენი, რომელიც ორ წუთში ახვევს თავბრუდამხვევ ოინებს, რათა დაამარცხოს სიძუნწე, დაეხმაროს შეყვარებულ ბიჭებს, ბედნიერება გაამეფოს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქ ნეაპოლში და თეატრალური დარბაზი სიცილსა და მხიარულებაში გახვიოს.

 

ჩვენს თეატრში მოლიერი კიდევ ერთხელ შეეჯიბრება იტალიურ კომედია დელ’არტეს და ქართველ მაყურებელს შეახსენებს – სკაპენი რომ არა, მსოფლიო დრამატურგიას არც ფიგარო ეყოლებოდა.
 

რეჟისორი: გოგა ქაჩიბაია
მხატვარი: ლევან ჭიჭინაძე
მუსიკალური გაფორმება: არსენ მიგრიაული
მუსიკალური ხელმძღვანელი: ელენე ნიჟარაძე
ქორეოგრაფი: ნინო ლეჟავა
ტექნიკური რეჟისორი: ელენე გაბისონია

 

სპექტაკლში გამოყენებულია ნაწყვეტები პიესის აკაკი წერეთლისეული თარგმანიდან

სპექტაკლში ჟღერს იტალიური ხალხური მუსიკა და სიმღერა

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
არგანტი, ოქტავის მამა კახა გოგიძე
ჟერონტი, ლეანდრის მამა პაატა კიკვაძე
ოქტავი, არგანტის ვაჟი, ჰიაცინტას მიჯნური გიორგი შავგულიძე
ლეანდრი, ჟერონტის ვაჟი, ზერბინეტას მიჯნურიდავით დავითულიანი
ჰიაცინტა, ოქტავის მიჯნურინინი არჩაია
ზერბინეტა, ბოშების აღზრდილი, ლეანდრის მიჯნურიმაკა შალიკაშვილი
სკაპენი, ლეანდრის მსახური გიორგი მახარაძე
სილვესტრი, ოქტავის მსახური ანდრია ვაჭრიძე
კარლი ზუკა გაბუნია

 

კოსტუმები სპექტაკლისთვის შეასრულა ციცინო ციცხვაიამ
დეკორაცია დამზადდა ილიაუნის თეატრის სახელოსნოში


პრემიერა შედგა  2015 წლის 3 ივნისს
სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 10 წუთი


სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით