Geo

მიმდინარე

ხალხის მტერი
ჰენრიკ იბსენი, რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი

დრამა 1 მოქმედებად

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტის სადიპლომო სპექტაკლი

 

 

როდესაც სიმართლე თავისუფლების ტოლფასია

 

რა ძალა აქვს სიმართლეს ძალაუფლებისათვის მებრძოლი უმრავლესობის წინააღდმეგ;
მოერევა კი ერთი კაცის სიმართლე მაღალჩინოსნების მიერ მოტყუებულ ბრბოს;
აქვს კი აზრი დაუპირისპირდე გარშემომყოფებს, როდესაც შენს სიმართლეში დარწმუნებული ხარ;
ღირს კი ბრძოლა, როდესაც მარტო ხარ?
იქნებ ჯობდეს გაჩუმდე და შეინარჩუნო ოჯახი, სტატუსი, პატივისცემა, კეთილდღეობა...

 

მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე
რეჟისორი და სცენოგრაფიის ავტორი: საბა ასლამაზიშვილი
მუსიკალური გამფორმებლები:  კონსტანტინე ეჯიბაშვილი და ლადო ვაშაკიძე
დადგმის ხელმძღვანელი: იოანე (ვანო) ხუციშვილი

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
თომას სტოკმანი, ექიმი -  ანდრია ვაჭრიძე
პეტერ სტოკმანი, ქალაქის მერი - ზურაბ გაბუნია
კატრინი, სტოკმანის ცოლი - სალომე მიქაძე
პეტრა, სტოკმანის შვილი - მარიამ კალატოზიშვილი
მორტენჰილი, კატრინის მამა - ლადო ვაშაკიძე
ჰოვსტადი, გაზეთის რედაქტორი - ლუკა ახალაძე
ბილინგი, ჟურნალისტი - კონსტანტინე ეჯიბაშვილი
ასლაქსენი - ჯანო ვალიშვილი

 

სპექტაკლში გამოყენებულია მაქსანს სირენის, ჰანს ციმერის, ზბიგნევ პრაიზნერის,  ერიკ სატის და ალვა ნოტოს მუსიკა.

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთი

 

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2017 წლის 21 ოქტომბერს