Geo

მიმდინარე

დანიმ ჩიტი დაიჭირა
მიშელ ფერმოს კინოსცენარის მიხედვით, რეჟისორი მაია ჩართოლანი

კომედია 2 მოქმედებად

 

ეს სახლი კი არა, ჯოჯოხეთია და ამ ჯოჯოხეთში უამრავი ხალხი ცხოვრობს. ბებია, ბაბუა, დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები მუდმივად ურთიერთობას არკვევენ, მუდმივად ჩხუბობენ, დაობენ, წუწუნებენ, მიდი-მოდიან, კარებს აჯახუნებენ. მოკლედ, გაუგებრობების ერთი ნაკადი მეორეს ანაცვლებს. როგორ უნდა გამონახოს საერთო ენა დიდმა ოჯახმა? ამის ერთ-ერთ რეცეპტს ჩვენს სცენაზე გათამაშებული კომედია შემოგთავაზებთ.


რეჟისორი: მაია ჩართოლანი
მხატვარი: ქეთი თოდაძე
მუსიკალური გამფორმებელი: ანა ზამბახიძე
ქორეოგრაფი: ანანო სამსონაძე
ტექნიკური რეჟისორი: ელენე გაბისონია


მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ალისა, დედა - მაკა ბარდაველიძე
ანდრე, მამა - პაატა კიკვაძე
ფრანსუა, უფროსი ვაჟი - დევი რეხვიაშვილი, ცოტნე საგინაძე
დომინიკა, უფროსი ქალიშვილი - ნინი არჩაია, სალომე წურწუმია
დანი, უმცროსი ქალიშვილი - ანა ზამბახიძე, სოფო ჩხიტუნიძე
ჟენევიევა, ბებია - ნინო ლეჟავა
ჟორჟი - შალვა ანთელავა
პინკი, ფრანსუას შეყვარებული - ლიკა შუკაკიძე, ხატია მელქაძე
მოხუცი - ედმონ გაბედავა, სოსო მოლოდინაშვილი

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა 2 საათი და 15 წუთი ანტრაქტის ჩათვლით

განახლებული პრემიერა შედგა 2018 წლის 19 იანვარს