ხალხის მტერი

Facebook
Google+
Twitter
ჰენრიკ იბსენი, რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი
დრამა 1 მოქმედებად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტის სადიპლომო სპექტაკლი

როდესაც სიმართლე თავისუფლების ტოლფასია

რა ძალა აქვს სიმართლეს ძალაუფლებისათვის მებრძოლი უმრავლესობის წინააღდმეგ;
მოერევა კი ერთი კაცის სიმართლე მაღალჩინოსნების მიერ მოტყუებულ ბრბოს;
აქვს კი აზრი დაუპირისპირდე გარშემომყოფებს, როდესაც შენს სიმართლეში დარწმუნებული ხარ;
ღირს კი ბრძოლა, როდესაც მარტო ხარ?
იქნებ ჯობდეს გაჩუმდე და შეინარჩუნო ოჯახი, სტატუსი, პატივისცემა, კეთილდღეობა…

მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე
რეჟისორი და სცენოგრაფიის ავტორი: საბა ასლამაზიშვილი
მუსიკალური გამფორმებლები:  კონსტანტინე ეჯიბაშვილი და ლადო ვაშაკიძე
დადგმის ხელმძღვანელი: ვანო ხუციშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
თომას სტოკმანი, ექიმი –  ანდრია ვაჭრიძე
პეტერ სტოკმანი, ქალაქის მერი – ზურაბ გაბუნია
კატრინი, სტოკმანის ცოლი – სალომე მიქაძე
პეტრა, სტოკმანის შვილი – მარიამ კალატოზიშვილი
მორტენჰილი, კატრინის მამა – ლადო ვაშაკიძე
ჰოვსტადი, გაზეთის რედაქტორი – ლუკა ახალაძე
ბილინგი, ჟურნალისტი – კონსტანტინე ეჯიბაშვილი
ასლაქსენი – ჯანო ვალიშვილი

სპექტაკლში გამოყენებულია მაქსანს სირენის, ჰანს ციმერის, ზბიგნევ პრაიზნერის,  ერიკ სატის და ალვა ნოტოს მუსიკა.
სპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 30 წუთი ანტრაქტის გარეშე
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2017 წლის 21 ოქტომბერს

 

 

ILIAUNITHEATRE

საიტი დამზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ

ILIAUNITHEATRE

საიტი დამზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ