მარატ-სადი

Facebook
Google+
Twitter
პეტერ ვაისი, რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი

 

ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა, შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით

1 მოქმედებად

შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის კი რევოლუცია გზა, რომელიც თავისუფლებისა და ძმობის შეგრძნებებს მოგვიტანს და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში პიესის მთავარი გმირი, მარკიზ დე სადი შარანტონის საგიჟეთში, პაციენტების მონაწილეობით ექსპერიმენტულ სპექტაკლს დგამს და შედეგი, რომელსაც ის მიიღებს, საკმაოდ მოულოდნელია.

ახალგაზრდა დამწყებმა რეჟისორმა, საბა ასლამაზიშვილმაც თავისი სადებიუტო სპექტაკლისთვის ექსპერიმენტის გზა აირჩია და წარმოდგენა არა ტრადიციულ სივრცეში, არამედ თეატრის ფოიეში დადგა. ორი საათით ილიაუნის თეატრი შარანტონის თავშესაფარის იერს მიიღებს და მსახიობები მაყურებელთან ერთად შეეცდებიან საფრანგეთის რევოლუციის პერიპეტიების გახსენებისას მონახონ პახუხები იმ კითხვებზე, რომელნიც დღესაც ესოდენ საჭირბოროტოა.

ამ სპექტაკლით რეჟისორი წარდგენილი გახლდათ წინანდლის პრემიაზე

რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი
მხატვარი: თეო კუხიანიძე
სპექტაკლისთვის მუსიკა სპეციალურად დაწერა კონსტანტინე ეჯიბაშივლმა
სპექტაკლში გამოყენებულია ჯემალ ჭელიძის თარგმანი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ჟან-პოლ მარატი
 – ბაჩო ჩაჩიბაია
მარკიზ დე სადი – ამირან ქაჩიბაია
შარლოტა კორდე – ანი იმნაძე
სიმონა ევრარი – ანიკო შურღაია
კულმიე ჯანო ვალიშვილი
დიუპრე – ვლადიმერ ვაშაკიძე
მღვდელი ჟაკრუ – კონსტანტინე ეჯიბაშივლი
მაცნე – ანდრია ვაჭრიძე
მედდალიკა ზარნაძე ან ქეთი ხუციშვილი
სანიტარიშოთა თორდია ან ლუკა ახალაძე
პაციენტები – თორნიკე კაკულია, გაგა არაბული, პაატა ბაბლუანი, გიორგი მაქაძე, მარიამ ბალახაძე, ელენე დაბრუნდაშვილი

სპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 50 წუთი ანტრაქტის გარეშე
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2018 წლის 10 მაისს

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით