“ოიდიპოსი და იოკასტე”, პრემიერა

Facebook
Google+
Twitter

14 თებერვალს 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი მე-10 საიუბილეო სეზონის მეორე პრემიერას წარმოგიდგენთ.

ვალენტინობის დღესასწაულზე თეატრის სცენა ბერძნული მითოლოგიის ყველაზე ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას დაეთმობა. „ოიდიპოსი და იოკასტე“ ამ მითის  ახალი ქართული დრამატული ინტერპრეტაციაა, რომელიც გიორგი მაისურაძემ დაწერა.
ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მთავარი მოქმედი პირები თოჯინები არიან. სწორედ თოჯინები გაითამაშებენ  მსოფლიო დრამატურგიის ყველაზე ფატალური ფიგურის სიყვარულის ამბავს, რომელიც სოფოკლეს ტრაგედიის „ოიდიპოს მეფე“ სიუჟეტის პარალელურად ვითარდება და, ამასთან, ძველბერძნული კლასიკისგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას ქმნის. აქ იოკასტე უფრო აქტიური პერსონაჟი გამხდარა, ვიდრე ოიდიპოსი, ამბავი კი, როგორც კლასიკას სჩვევია, დღესაც ისეთივე სიმწვავით ჟღერს, როგორც საუკუნეების წინ ძველ საბერძნეთში.
ქართველი ფილოსოფოსისა და დრამატურგის გიორგი მაისურაძის ახალ პიესაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილთან ერთად მეთოჯინეებმა იმუშავეს და სრულიად დამატყვევებელი სპექტაკლი შექმნეს.

ილიაუნის თეატრმა თოჯინურ სპექტაკლზე პირველად იმუშავა და ამიტომ განსაკუთრებით ელის მაყურებლის გამოხმაურებას.

 

 

ILIAUNITHEATRE

საიტი დამზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ

ILIAUNITHEATRE

საიტი დამზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ