“არიქა დო ვარიქა” აბიტურიენტებისთვის
ილიუნის თეატრში სპეციალურად აბიტურიენტთათვის თეატრალიზებული კონცერტი ”არიქა დო ვარიქა” გაიმართა. ეს სტუდენტური დადგმაა, რომელიც აჩვენებს მომავალ სტუდენტებს იმ შესაძლებლობებს, რომელსაც უნივერსიტეტი აძლევს მათ განვითარებისა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებისათვის. სპექტაკლი „არიქა დო ვარიქა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მონაწილეობით დადგეს რეჟისორებმა ოთარ ეგაძემ და თიკო ლუტიძემ. სპექტაკლის სიუჟეტი აგებულია ცნობილი ქართული სიმღერების …