კიდევ ერთი პრემიერა მიმდინარე სეზონზე!
3, 4 და 7 ივნისს ილიაუნის თეატრში მიმდინარე სეზონზე ბოლო, მეხუთე პრემიერა გაიმართება. კლასიკას ჩვენს თეატრში ამჯერად რეჟისორმა გოგა ქაჩიაბაიამ მიმართა. სპექტაკლში ილიაუნის თეატრის მსახიობები გიორგი მახარაძე, კახა გოგიძე, მაკა შალიკაშვილი, დავით დავითულიანი, ანდრია ვაჭრიძე და ზურაბ გაბუნია თამაშობენ. ასევე, სპეციალურად „სკაპენის ოინებისთვის“ სამი მსახიობი – გიორგი შავგულიძე, ნინი არჩაია და პაატა კიკვაძე ილიაუნის თეატრმა თბილისის …