28 აპრილს, 20:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე 8 აბსოლუტურად უნიკალური პიესა გათამაშდება.
პროგრამას PlayWrite საქართველოში ორგანიზაცია “ფელიქსი” ახორციელებს 6 თვიანი არტ-თერაპიის პროგრამის ფარგლებში. PlayWrite სესიები 11 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით ყოველ დღე 3-6 საათამდე ტარდება და მასში 8 ახალგაზრდა მონაწილეა ჩართული. 10 გამოცდილ მწვრთნელთან ერთად ახალგაზრდა მონაწილეებმა პერსონაჟზე ორიენტირებული დრამატული ჩანახატები შექმნეს. პროექტში მწვრთნელებად 6 ფსიქოლოგი და 4 რეჟისორია ჩართული და მათი დახმარებით ახალგაზრდა მონაწილეებმა შეძლეს 16 ერთმანეთისგან გასხვავებული პერსონაჟის და 8 აბსოლუტურად უნიკალური ამბის შექმნა, რომლებსაც მაყურებელს 28 აპრილს ილიაუნის თეატრის სცენაზე წარუდგენენ. ილიაუნის თეატრის მსახიობები 28 აპრილს რეპეტიციებს გაივლიან ახალგაზრდა მწერლების მიერ შექმნილი პერსონაჟების განსასახიერებლად და სცენაზე იმ დრამატული კონფლიქტის წარმოსაჩენად, რომელიც პროგრამა PlayWrite- ის ყველაზე მნიშვნელოვან და საკვანძო მომენტს წარმოადგენს.
6 თვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც PlayWrite ხორციელდება იმ ბავშვებზე და მოზარდებზეა ორიენტირებული, რომლებიც 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალდა.
პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და მას თავად დამფუძნებელი ბრიუს ლივინგსტონი ესწრება.