სიცოცხლის ხელოვნება, პრემიერა

Facebook
Twitter

23 იანვარს ილიაუნის თეატრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულის სადიპლომო სპექტაკლის პრემიერა იგეგმება.

ვილფრიდ ჰაპელის ათ სათაურიანი პიესის მიხედვით, რეჟისორმა მარიამ ჟამერაშვილმა სპექტაკლი “სიცოცხლის ხელოვნება” დადგა. დადგმის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი იოანე (ვანო) ხუციშვილია.

სპექტაკლი მოგვითხრობს ადამიანის გონებაში მიმდინარე შინაგან დიალოგზე, როდესაც საკუთარ თავთან ბრძოლა არის გადამწყვეტი გზა თვითმკვლელობის განზრახვის დასაძლევად და არსებობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. ადამიანის ღრმა მარტოობამ და იზოლაციამ, გაუცხოებულ და მანიპულირებულ რეალობაში, შეიძლება მიიყვანოს არსებობის უაზრობის განცდამდე, საიდანაც თვითმკვლელობა ერთ-ერთი გამოსავალი ჩანს.
მამაკაცი, ისევე როგორც ქალი, ღრმა მარტოობას განიცდის. მისთვის პიესის შექმნა და ქალის თავის ცხოვრებაში შემოშვება არის არა მხოლოდ მისი ამბიცია, როგორც დრამატურგის, არამედ სასოწარკვეთილი მცდელობა, შეავსოს საკუთარი ეგზისტენციალური სიცარიელე და თავი დააღწიოს მარტოობას. ქალი მისთვის ხდება არა მხოლოდ გადასარჩენი ობიექტი, არამედ პროექციის ველი – ის, ვისი მეშვეობითაც მამაკაცი ცდილობს, არსებობის აზრი იპოვოს.

სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო ჩადუნელი და შალვა ჩალაგაშვილი.