ბრიყვთა ვახშამი

Facebook
Twitter
ფრანსის ვებერი, რეჟისორი: ოთარ ეგაძე

 

კომედია 2 მოქმედებად

ფრანგულიდან თარგმნა ქეთი კვანტალიანმა

პარიზელმა გამომცემელმა პიერ ბროშანმა და მისმა სნობმა მეგობრებმა თავშესაქცევად მხიარული თამაში მოიგონეს: ოთხშაბათობით ყოველ მათგანს ვახშმად ერთი ბრიყვი მოჰყავს. ვისი სტუმარიც უფრო სულელი აღმოჩნდება, საღამოს გამარჯვებულიც სწორედ ისაა. და აი, ერთხელაც, როგორც იქნა, პიერს ბედმა გაუღიმა, მან ბრიყვთა შორის უბრიყვესი, ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონი იპოვა – ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი ფრანსუა პინიონი, მაგრამ შეუძლია კი საშუალოსტატისტიკურ პარიზელ მამაკაცს სათანადოდ შეაფასოს ადამიანური სიბრიყვის მთელი პოტენციალი?!

რეჟისორი: ოთარ ეგაძე
მხატვარი: სანდრო ერისთავი
ქორეოგრაფი: სოფო გვრიტიშვილი
მუსიკალური გაფორმებაელენე ნიჟარაძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

პიერ ბროშან – ზუკა პაპუაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი); დათუნა გოცირიძე (რუსთაველის თეატრის მსახიობი)
კრისტინ ბროშან – სოფო გვრიტიშვილი
ექიმი არშამბო – ლევან მამნიაშვილი
ფრანსუა პინიონ – დავით გიგოლაშვილი
ჟუსტ ლებლან – დათო ველიჯანაშვილი
ლუსიენ შევალ თემო კვარაცხელია
მარლენ სასორ – მაკა ძაგანია, სოფო გვრიტიშვილი

ყველა საავტორო უფლება დაცულია
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით  
სპექტაკლის პარტნიორია ევროპული სკამების სალონი “TON”   
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2014 წლის 17 იანვარს
სპექტაკლის ხანგრძლივობა –  2 საათი ანტრაქტის ჩათვლით