“ჩხიკვთა ქორწილი” ჩვენს სცენაზე

Facebook
Twitter

19 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში ბათუმის N6 საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასების მოსწავლეთა სპექტაკლი ,,ჩხიკვთა ქორწილი“ გაიმართება.

 

ინტეგრირებული კლასები ბათუმის N6 საჯარო სკოლაში უკვე წლებია ფუნქციონირებს. მოსწავლეებმა ,,ჩხიკვთა ქორწილის“ გარდა კიდევ არაერთ სპექტაკლში ითამაშეს: „რწყილი და ჭიანჭველა“, „პინოქიო“, „ფიროსმანი“, „საახალწლო ზღაპარი”. წარმატებულმა ღონისძიებებმა ბავშვებს გაუღვიძა სურვილი, წარმოდგენა თბილისელი მაყურებლებისთვისაც გაეცნოთ. სკოლის პედაგოგებისა და მშობლების ინიციატივით, დაიწერა პროექტი, რომელიც  ქალაქ ბათუმის მერიამ დააფინანსა.