კომედია 2 მოქმედებად
ეს სახლი კი არა, ჯოჯოხეთია და ამ ჯოჯოხეთში უამრავი ხალხი ცხოვრობს. ბებია, ბაბუა, დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები მუდმივად ურთიერთობას არკვევენ, მუდმივად ჩხუბობენ, დაობენ, წუწუნებენ, მიდი-მოდიან, კარებს აჯახუნებენ. მოკლედ, გაუგებრობების ერთი ნაკადი მეორეს ანაცვლებს. როგორ უნდა გამონახოს საერთო ენა დიდმა ოჯახმა? ამის ერთ-ერთ რეცეპტს ჩვენს სცენაზე გათამაშებული კომედია შემოგთავაზებთ.
რეჟისორი: მაია ჩართოლანი
მხატვარი: ქეთი თოდაძე
მუსიკალური გამფორმებელი: ანა ზამბახიძე
ქორეოგრაფი: ანანო სამსონაძე
ტექნიკური რეჟისორი: ელენე გაბისონია
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ალისა, დედა – მაკა ბარდაველიძე
ანდრე, მამა – პაატა კიკვაძე
ფრანსუა, უფროსი ვაჟი – დევი რეხვიაშვილი, ცოტნე საგინაძე
დომინიკა, უფროსი ქალიშვილი – ნინი არჩაია, სალომე წურწუმია
დანი, უმცროსი ქალიშვილი – ანა ზამბახიძე, სოფო ჩხიტუნიძე
ჟენევიევა, ბებია – ნინო ლეჟავა
ჟორჟი – შალვა ანთელავა
პინკი, ფრანსუას შეყვარებული – ლიკა შუკაკიძე, ხატია მელქაძე
მოხუცი – ედმონ გაბედავა, სოსო მოლოდინაშვილი
სპექტაკლის ხანგრძლივობა – 2 საათი და 15 წუთი ანტრაქტის ჩათვლით
განახლებული პრემიერა შედგა 2018 წლის 19 იანვარს