ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი

Facebook
Twitter
გიორგი ერისთავი, რეჟისორი: მაია ჩართოლანი

ვოდევილი 2 მოქმედებად

მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ყოველთვის ასეა: კეთილი და ხელგაშლილი   ამარცხებს წუწურაქსა და  ძუნწს; მხიარული და ლაღი ამასხარავებს გულჩათხრობილს და ეჭვიანს, შეყვარებული წყვილები აღწევენ საწადელს და საბოლოოდ ყველაფერი კარგად სრულდება. მაგრამ ბედნიერი დასასრული რა მოსატანია იმ ხრიკებსა და ჩახლართულ სიტუაციებთან,  რომლებიც სპექტაკლის გმირებსა და მაყურებელს მხიარულ აურზაურში ახვევს.

კარაპეტა, ივანიკა, მარტირუზა… მაყურებლისთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელი გმირები გიორგი ერისთავის ერთი პიესიდან მეორეში გადაინაცვლებენ, აერთიანებენ სიუჟეტს და ორ ძალიან ცნობილ ვოდევილს ერთ ამბად ჰყვებიან.

რეჟისორი: მაია ჩართოლანი
მხატვარი: სოფო ქორიძე
ქორეოგაფი: ცისია ჩოლოყაშვილი
კომპოზიტორი: ნინო ჯანჯღავა
ტექნიკური რეჟისორი: პავლე ინასარიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
კარაპეტა დაბაროვი – ნინო ლეჟავა
ხამფერა; თამარი, მარტირუზას ცოლი – ანო მღებრიშვილი
არჩილი, თავადი ღაზნელი; სვიმონი; არაბი – ცოტნე საგინაძე
კიკოლი – ნიკა კვანტალიანი
მონავარდისა, ხამფერას მოახლე; თათარი – ქეთი ჩაჩუა
მარტირუზა კახა გოგიძე
ივანე თემო კვარაცხელია

პრემიერა შედგა 2016 წლის 8 დეკემბერს
სპექტაკლის ხანგრძლივობაა 2 საათი 1 ანტრაქტის ჩათვლით

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით

სპექტაკლის ხანგრძლივობა 2 საათი ანტრაქტის ჩათვლით
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2016 წლის 8 დეკემბერს