ევრიდიკე

Facebook
Twitter
ჟან ანუი, რეჟისორი: ოთარ ეგაძე, მილენა ეგიაზაროვა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თეატრალური ცენტრის სადიპლომო სპექტაკლი
2 მოქმედებად

ორფეოსისა და ევრიდიკეს ამბავი ერთ–ერთი ყველაზე ძველი ლეგენდაა სიყვარულზე. გველის ნაკბენისაგან გარდაცვლილი ევრიდიკე მომღერალმა ორფეოსმა იმ ქვეყნიდან გამოიხსნა, თუმცა ცდუნებას ვერ გაუძლო, პირობა დაარღვია და სატრფოს მანამდე შეხედა, ვიდრე ჩრდილების სამფლობელოს გაეცლებოდნენ… ჟან ანუის ვერსიაში ორფეოსი მოხეტიალე მევიოლინეა, ევრიდიკე – ღარიბი მსახიობების ქალიშვილი, მოქმედება კი მეოცე საუკუნის 40–იანი წლების ფრანგულ პროვინციაში ვითარდება… დანარჩენს იხილავთ სპექტაკლში, რომელსაც თქვენთვის ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაითამაშენენ.

რეჟისორები: ოთარ ეგაძე, მილენა ეგიაზაროვა
მხატვარი: გოჩა აგაშენაშვილი
ქორეოგრაფი: სოფო გვრიტიშვილი
მუსიკალური გაფორმება: ელენე ნიჟარაძე

მონაწილეობენ:

ორფეოსი – ანდრია ვაჭრიძე, მერაბ ჩხეიძე
მამა – დავით გიგოლაშვილი
დედა – თათია გაბედავა, თათია ბუაძე
ევრიდიკე – ანი თალაკვაძესალომე მიქაძე
ვენსანი – ზუკა გაბუნია
დიულაკი – გიგა ცერცვაძე
მატიასი – ლაშა ამბიძე
ბატონი ანრი – ირაკლი მგალობლიშვილი, ლევან მამნიაშვილი
გოგონები დასიდან – ნინო მენთეშაშვილი და სალომე მუმლაძე
ოფიციანტი ქალი – გვანცა ესართია
სადგურის უფროსი – პავლე ინასარიძე
მსახური – ანა ოსეფაშვილი

სპექტაკლის ხანგრძლივობა – 2 საათი და 30 წუთი ანტრაქტის ჩათვლით
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2012 წლის 29 დეკემბერს