6 ოქტომბერს, 13:00 საათზე ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთავარი პროგრამის ფარგლებში სპექტაკლს „სეზარი და დრანა“ ითამაშებს.
სპეციალურად წლვანდელი ფესტივალისთვის, თბილისს პიესის ავტორი, თანამედროვე კანადელი დრამატურგი იზაბელ დორე ეწვევა და სპექტაკლს მაყურებელთან ერთად დაესწრება.
„სეზარი და დრანა“ მონოსპექტაკლია და ბოშა ქალზე, დრანაზე მოგვითხრობს, რომელიც თავის ბებერ ცხენ სეზართან ერთად გზას მიუყვება და მას, ერთადერთ ახლობელ სულიერს ესაუბრება. დრანა ღონემიხდილ ცხენს უყვება ომითა და სხვა ჭირ–ვარამით სავსე ცხოვრების შესახებ, იხსენებს სიყვარულს, შვილებს…
დრანას როლს სპექტაკლში ლილი ხურითი თამაშობს, შემოქმედებითი ჯგუფიც მხოლოდ ქალებისგან შედგება. პიესა ფრანგულიდან ქეთი კანტალიანმა თარგმნა, ორიგინალური მუსიკა სპეციალურად სპექტაკლისთვის კომპოზიტორმა მაია გოქსაძემ შექმნა, სპექტაკლი დანიაში მოღვაწე მხატვარმა თამარ კობიაშვილმა გააფორმა.
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით