1 მოქმედებად
ცნობილი რუსი აბსურდისტი და სიურეალისტი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის დანიელ იუვაჩევის (ხარმსის) ნოველებზე აგებული სპექტაკლი `ხარმსი” თეატრის ფოიეში თამაშდება და ერთგვარი სამაგიდე რეპეტიციების ფორმა აქვს. მაყურებელი თანამონაწილე ხდება იმ შემოქმედებითი პროცესისა, რასაც სპექტაკლზე მუშაობა ჰქვია. მის თვალწინ იქმნება პერსონაჟთა სახეები, ზუსტდება მიზანსცენა. მაყურებელი ხედავს კონფლიქტდან გამოსასვლელი გზების ძიების პროცესს. მსახიობები, მხოლოდ სიტყვის მეშვეობით, ცდილობენ ჩაწვდნენ ნაწარმოების ავტორის ჩანაფიქრს და ზუსტად გადმოსცენ სათქმელი.
დანიილ იუვაჩევის (ხარმსის) მოთხრობების მიხედვით
რეჟისორი: ოთარ ეგაძე
მუსიკალური გაფორმება: დავით ველიჯანაშვილისა
ქორეოგრაფი: არჩილ სოლოღაშვილი
მონაწილეობენ:
თათია ბუაძე
მაია გელოვანი
სოფო გვრიტიშვილი
დავით გიგოლაშვილი
დავით გოცირიძე (რუსთაველის თეატრის მსახიობი)
დავით ველიჯანაშვილი
თამთა ცინცაძე
მაკა ძაგანია