2022 წლის 24 მაისს, ილიაუნის თეატრი რიგით მეორე გასტროლზე გაემზგავრა სპექტაკლით „მარატ-სადი“. ამჯერად თურქეთში, ანტალიის თეატრალურმა საერთაშორისო ფესტივალმა გვიმასპინძლა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებულის, საბა ასლამაზიშილის სადებიუტო სპექტაკლი „მარატ-სადი“ ანტალიის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს გათამაშდა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლის მხრიდან.
სპექტაკლის “მარატ-სადი” პრემიერა ილიაუნის თეატრში 2018 წლის 10 მაისს შედგა. იგი საფრანგეთის რევოლუციის პერიპეტიებს გივყვება და სიტყვის, გრძნობს, გამოხატვის, სინდისის თავისუფლებაზე დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს და იმ ზოგადსაკაცობრიო თემებს ეხება, რომლიც მუდამ თანამედროვე, საინტერესო და საჭირბოროტოა.