“მარატ-სადი” ანტალიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

Facebook
Twitter

2022 წლის 24 მაისს ილიაუნის თეატრი რიგით მეორე გასტროლზე გაემზგავრა სპექტაკლით „მარატ-სადი“. ამჯერად, თურქეთში, ანტალიის თეატრალურმა საერთაშორისო ფესტივალმა გვიმასპინძლა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებულის, საბა ასლამაზიშვილის სადებიუტო სპექტაკლი „მარატ-სადი“ ანტალიის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ორჯერ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს და 27 მაისს გათამაშდა. სპექტაკლმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლის მხრიდან.

სპექტაკლის “მარატ-სადი” პრემიერა ილიაუნის თეატრში 2018 წლის 10 მაისს შედგა. იგი საფრანგეთის რევოლუციის პერიპეტიებს გივყვება და სიტყვის, გრძნობს, გამოხატვის, სინდისის თავისუფლებაზე დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს და იმ ზოგადსაკაცობრიო თემებს ეხება, რომლიც მუდამ თანამედროვე, საინტერესო და საჭირბოროტოა.