დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიაუნის თეატრში დადგმული სპექტაკლები:
- ფლორიან ზელერი “სიმართლე”
შესრულებული როლები სხვა თეატრებში:
ოცდაათზე მეტი თეატრალური როლი:
- თუმანიშვილის, მარჯანიშვილის, ახმეტელის, მოზარდმაყურებელთა, თავისუფალ, სამეფო უბნის თეატრებში და აგრეთვე, თეატრალურ სარდაფსა და თეატრში ვერიკო.
- აგრეთვე ჰამბურგის თეატრში ლიჰტჰოფი, საარბრუკენის თეატრსა და ფრაიბურგის თეატრში.
ოცამდე პიესის და ერთი რომანის თარგმანი. გამოცემულია ნინო ხარატიშვილის პიესების კრებული და რომანი. გოეთეს ინსტიტუტისა და მ.თუმანიშვილის ფონდის პრიზები პიესების თარგმანებისთვის.
ტელე – სერიალები (მსახიობი) და გადაცემები (წამყვანი) : პირველი არხი, ტელე-იმედი, მეცხრე არხი, რუსთავი–2.
ათამდე კინოროლი
საავტორო პროექტები:
- „კაპრიჩიო“ მონო სპექტაკლი გერლინდ რაინსჰაგენის პიესის მიხედვით, თეატრი ვერიკო – მთარგმნელი, რეჟისორი, მხატვარი, მსახიობი
- „სიყვარული შექსპირიდან“ კაფე–ვიდეო–თეატრი, კლუბი სარდაფი – სცენარი, რეჟისორი, მსახიობი
- „რაინის ლეგენდები“ თეატრობანა ბავშვებისთვის, თეატრალური სარდაფი – სცენარი, რეჟისორი, მსახიობი/მოდერატორი
- „თოლია“ ბორის აკუნინი, თუმანიშვილის თეატრი – თარგმანი, რეჟისორი
- „მაყურებელთა დარბაზები, ისტორიული ზღაპარი“ გივი მარგველაშვილი, მარჯანიშვილის თეტრი სხვენში – თარგმანი, რეჟისორი
- „Amor“ პეტერ ჰირჰეს პიესის მიხედვით, თუმანიშვილის მცირე სცენა – თარგმანი, მხატვარი, რეჟისორი
- „ინტერმედია“ ერიკ ემანუელ შმიტტის მიხედვით, მუსიკისა და დრამის თეატრი – კოსტუმები, რეჟისორი
- „ეკლიფსი“ არავერბალური სპექტაკლი, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი, რეჟისორი