ოიდიპოსი და იოკასტე

Facebook
Twitter
გიორგი მაისურაძე, რეჟისორი: ელენე მაცხონაშვილი

                                                                                                                                                        +18

თოჯინური სპექტაკლი 1 მოქმედებად

„ოიდიპოსი და იოკასტე“ ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფიგურის,  მეფე ოიდიპოსის ისტორიის  ახალი ქართული დრამატული ინტერპრეტაციაა, რომელშიც მთავარი პერსონაჟები თოჯინები არიან.

ილიაუნის თეატრის სცენაზე სწორედ თოჯინები გაითამაშებენ მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე ფატალურ ამბავს, რომელიც სოფოკლეს ტრაგედიის „ოიდიპოს მეფის“ სიუჟეტის პარალელურად ვითარდება და ამასთან ძველბერძნული კლასიკისგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას ქმნის. აქ იოკასტე უფრო აქტიური პერსონაჟი გამხდარა, ვიდრე ოიდიპოსი, ამბავი კი, როგორც კლასიკას სჩვევია, დღესაც ისეთივე სიმწვავით ჟღერს, როგორც საუკუნეების წინ ძველ საბერძნეთში.

რეჟისორი, სცენოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელი: ელენე მაცხონაშვილი
თოჯინების მხატვარი: ვახო ქორიძე
ტექნიკური რეჟისორი: თეკლე ფედროვი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ოიდიპოსი – ლევან სარალიძე
იოკასტე – ნინო პაპიაშვილი
ქორო – ირაკლი კვერღელიძე
მეთოჯინეები – მალხაზ გაბუნია, თეა კიწმარიშვილი, მაია მალხაზიშვილი, ნათია შეშაბერიძე, ალიკა ცეკვაშვილი, ნათია ხმიადაშვილი.

სპექტაკლში ჟღერს არია იგორ სტრავინსკის ოპერიდან და აპექს ტვინის კომპოზიცია

სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 10 წუთი
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2020 წლის 14 თებერვალს