“საპნის ოპუსი”, პრემიერა

Facebook
Twitter

3, 4 და 17 მაისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი რიგით მეხუთე პრემიერისათვის ემზადება. დავით გაბუნიას პიესა „საპნის ოპუსი“ თეატრის სარკეებიან დარბაზში გათამაშდება. სპექტაკლი დაიდგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის “ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში” ფარგლებში. სპექტაკლის რეჟისორი პროგრამის ხელმძღვანელი, იოანე (ვანო) ხუციშვილია, ხოლო ხუთი მთავარი გმირი ქალის ამბავს ამავე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მოგვითხრობენ.

მეორე მსოფლიო ომი გერმანიამ მოიგო. მთელ მსოფლიოზე მესამე რაიხი ბატონობს. საქართველო, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა, საკონცენტრაციო ბანაკებითაა სავსე. ერთ-ერთ მათგანში, აბასთუმანში, ქეთევანი, ნესტანი, სალომე და მედეა არიან გამოკეტილები. მათი საქმე წმინდა არიული რასის გამრავლება და “სამშობლოსთვის” შვილების გაჩენაა.

დარბაზის სიმცირის გამო წარმოდგენას მხოლოდ 33 ადამიანი დაესწრება და რეჟისორის გადაწყვეტილებით მაყურებელს, მსახიობებთან ერთად, ერთ სივრცეში მოუწევს ამ მძიმე და ტრაგიკული ალტერნატიული რეალობის გაზიარება.