“საქმე №”, პრემიერა

Facebook
Twitter

საახალწლო სპექტაკლების დასრულებისთანავე ილიაუნის თეატრი მორიგი, ძალიან საინტერესო პრემიერისათვის ემზადება. 28 იანვარს 20:00 საათზე ჩვენი სცენა „ინოვაციური შემოქმედების ცენტრის“ პროექტს უმასპინძლებს. ეს პროექტი უპრეცედენტოა საქართველოსთვის და ხელოვნების დახმარებით, ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება.

პიესა „საქმე №“, რომელზეც რეჟისორი რუსუდან კობიაშვილი მუშაობდა, დრამატურგმა ნინია სადღობელაშვილმა სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერა, სცენაზე კი ყოფილ მსჯავრდებულებთან ერთად პროფესიონალი მსახიობები თამაშობენ. რეპეტიციები 3 თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.

სპექტაკლი მოსამართლე ქალზე მოგვითხრობს, რომელიც აღარ მუშაობს, დამხმარესთან ერთად ცხოვრობს და ერთფეროვანი დღეების შესამსუბუქებლად განვლილი სასამართლო პროცესების გახსენებისა და გაანალიზებას და საკუთარი ოჯახური ტრაგედიის შესახებ დაფიქრებასაც ცდილობს.

პროექტს „ყოფილი მსჯავრდებულები სცენაზე“ ნაწილობრივ თბილისის მერია აფინანსებს.