16 და 24 თებერვალს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი ფონდთან “ცხოვრება მშვენიერია” ერთად საქველმოქმედო სპექტაკლებს ითამაშებს. 15 წლის ქეთი ქარუმაძეს და 21 წლის ანი ჭინჭარაულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. მათ დასახმარებლად ილიაუნის თეატრში სპექტაკლი “ჟლეტის ღმერთი” გაიმართება, რათა ერთად გადავარჩინოთ მოზარდების სიცოცხლე.