კომედია 2 მოქმედებად
რას ეხება უილიამ შექსპირის ერთ-ერთი პირველი პიესა, იკითხავთ თქვენ.
როგორ გავირთოთ თავი, თუ ნადირობით დაღლილი უცაბედად მთვრალ მკალავს გადავეყრებით?
როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული ცოლი?
თუ პირიქით, როგორ შევაყვაროთ თავი ქმარს?
ან იქნებ ეს პიესა იმის შესახებაა, რა მარტივად შეგვიძლია ჰარმონიული ოჯახის შექმნა, თუ შევთანხმდებით, რომ სხივნათელ მზეს შუქჭარბად მოციმციმე მთვარე ვუწოდოთ, ხოლო სახემჭკნარსა და ფერყვითელ მოხუცს კი – ტურფა ქალბატონი?
თავად განსაჯეთ – ილიაუნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები ორ მოქმედებაში გაითამაშებენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ “ოჯახური თანაცხოვრების პრაქტიკულ სახელმძღვანელოს”, რომელიც საუკუნეების წინ მათი ხნის უილ შექსპირმა ხუთტერფიან იამბებად გალექსა.
თარგმანი: სიკო ფაშალიშვილისა
რეჟისორი: ოთარ ეგაძე
მხატვარი: გოჩა აგაშენაშვილი
მუსიკალური გაფორმება: ელენე ნიჟარაძე
ქორეოგრაფი: სოფიო გვრიტიშვილი
ტექნიკური რეჟისორები: პავლე ინასარიძე, ელენე გაბისონია
სპექტაკლში ჟღერს ბრიტანული ფოლკლორი, იტალიური ხალხური სიმღერები და საცეკვაო მელოდიები; ორლანდო გიბონსის მადრიგალი “Drop, Drop Slow Tears” და თომას თალისის ქორალი “If Ye Love me”
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ლორდი – დავით დავითულიანი
კრისტოფერ სლაი, მკალავი – ზვიად ძულიაშვილი
მოხეტიალე მსახიობების ხელმძღვანელი – დავით გიგოლაშვილი
ლუდხანის დიასახლისი – სალომე მიქაძე
ლორდის მსახურნი – გიორგი მოსიაშვილი, გიგა შურღაია
მსახიობი – მარეხ კვიჟინაძე
ბაპტისტა მინოლა, მდიდარი პადუელი მოქალაქე – თემურ კვარაცხელია
კატარინა, ბაპტისტა მინოლას უფროსი, ჭირვეული ქალიშვილი – მარიამ კალატოზიშვილი
პეტრუჩიო, ვერონელი აზნაური, კატარინას ხელის მაძიებელი – დავით დავითულიანი
ბიანკა, ბაპტისტა მინოლას უმცროსი ქალიშვილი – ანი თალაკვაძე
ლუჩენციო, ბიანკას ხელის მაძიებელი – გიორგი ჭუმბურიძე
გრემიო, მდიდარი პადუელი მოქალაქე, ბიანკას ხელის მაძიებელი – ანდრია ვაჭრიძე
ჰორტენზიო, პადუელი აზნაური, ბიანკას ხელის მაძიებელი – კახა გოგიძე, გიგა ცერცვაძე
გრუმიო, პეტრუჩიოს მსახური – ლაშა ამბიძე
ტრანიო, ლუჩენციოს მსახური – ლევან მამნიაშვილი
ბიონდელო, ლუჩენციოს მსახური – გიორგი მახარაძე, გიორგი მოსიაშვილი
ვინჩენციო, მდიდარი პიზელი მოქალაქე, ლუჩენციოს მამა – დავით გიგოლაშვილი
ქვრივი, ჰორტენზიოში შეყვარებული – მარეხ კვიჟინაძე
კერტისი, პეტრუჩიოს მოახლე – სალომე მიქაძე
კოსტუმების სპექტაკლისთვის შექმნა ციცინო ციცხვაიამ
დეკორაცია დამზადდა ილიაუნის თეატრის სახელოსნოში
განსაკუთრებული მადლობა სერგო მაჭარაშვილს
სპექტაკლის ხანგრძლივობა – 2 საათი და 30 წუთი ანტრაქტის ჩათვლით
პრემიერა შედგა 2015 წლის 19 თებერვალს
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით