ვოდევილი 1 აქტად
გაღარიბებული თავადი ვალებს ვერ ისტუმრებს, მისი მომხიბლავი ცოლი კი სახლის აღწერის თავიდან ასაცილებლად მევალეებს ეარშიყება. არც ქმრის ღალატი უნდა, არც ქონების დაკარგვა. მაგრამ ლამაზმა ქალმა თუ მოინდომა, განგებაცა და შემთხვევაც მის მხარეს დადგება. მეცხრამეტე საუკუნის თბილისის კოლორიტი და გაუგებრობების მთელი სერია ავქსენტი ცაგარელის ვოდევილს განსაკუთრებით სასაცილოსა და მიმზიდველს ხდის.
რეჟისორი: ოთარ ეგაძე
მხატვარი: შოთა გლურჯიძე
კომპოზიტორი: ნინო ჯანჯღავა
ტექნიკური რეჟისორი – მარადია ცაავა
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
დათიკო, მასწავლებელი – დავით გოცირიძე(რუსთაველის თეატრის მსახიობი), ლაშა ამბიძე
ტასო, ამისი ცოლი – მაკა ძაგანია, რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)
ბუღდან, ამათი მოვალე – კახა გოგიძე
გრიქულ, მდიდარი, მსუნაგი მოარშიყე – ვასიკო ოდიშვილი
სასამართლოს ბოქაული – დავით გიგოლაშვილი
იასაული – ლევან მამნიაშვილი
მუსიკოსები: ეკა დავითაშვილი, ქეთი მაჭავარიანი, დეა ხეოშვილი, ანდრია ვაჭრიძე
პრემიერა შედგა 2010 წლის 30 სექტემბერს
სპექტკალის ხანგრძლივობა – 1 საათი და 30 წუთი ანტრაქტის გარეშე