“თარგმანები” პრემიერა

Facebook
Twitter

2018 წლის 19 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლის “თარგმანები” პრემიერა შედგა.

სპექტაკლის რეჟისორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის  კურსდამთავრებული ლუკა ინწკირველია. სპექტაკლი ნომინირებული იყო 2018 წლის წინანდლის პრემიაზე.

1833 წელი. ირლანდიის პატარა დასახლება ბეილი ბეგი დიდი ცვლილებების წინაშე დგას: ღარიბთა სკოლას, რომელშიც ირლანდიულად, ლათინურად და ბერძნულად ასწავლიან, მალე ბრიტანული განათლების სისტემის ინგლისურენოვანი სკოლა ჩაანაცვლებს.  ირლანდიური ტოპონიმების მოსაწესრიგებლად და გასაგებ, მიღებულ, დახვეწილ ინგლისურზე გადასათარგმნად კი სამხედრო ინჟინრები ჩამოდიან.

ნუთუ შესაძლებელია მარცვალ-მარცვალ გადათარგმნო კულტურა და ტრადიციები? რა ძალა აქვს ენას? რა გავლენა აქვს მას უბრალო ადამიანებზე? თუ ლამაზ გოგოს მის ენაზე არ ეტყვი მიყვარხარო, ნაკლებად ხომ არ გეყვარება. ნუთუ მხლოდ ენაა საკმარისი, რომ საკუთარ ძმას, მეზობელს, მეგობარს ჭეშმარიტება შეაგნებინო…

ქვეყანაში, რომელმაც საკუთარი ენის შესანარჩუებლად მრავალი ქარტეხილი გამოიარა, ირლანდიის „გადათარგმნის“ დრამატული ამბავი განსაკუთრებული სიმძაფრით ჟღერს.

რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა ამ სპექტაკლზე იმუშავა როგორც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტებთან, ასევე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად.