თოვლის დედოფალი

Facebook
Twitter
ჰანს ქრისტიან ანდერსენის მიხედვით, რეჟისორი: კახაბერ შარტავა

 

ზღაპარი 1 მოქმედებად

უშიშარი კაი თოვლსა და ქარბუქში მიუყვება ხიფათით აღსავსე გზას, რათა გადაარჩინოს მეგობარი გერდა, რომელიც თოვლის დედოფალმა ცხრა მთას იქით, ყინულოვან სასახლეში გამოკეტა. ამ გზაზე კაი ბევრ ახალ მეგობრებს გაიჩენს და…
არა, უკაცრავად, მგონი პირიქითაა: უშიშარი გერდა თოვლსა და ქარბუქში მიუყვება ხიფათით აღსავსე გზას, რათა გადაარჩინოს მეგობარი კაი, რომელიც თოვლის დედოფალმა ცხრა მთას იქით, ყინულოვან სასახლეში გამოკეტა.
არა, არა, უშიშარი კაი მიუყვება ხიფათით აღსავსე გზას.
მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, საახალწლო დღეებში ჩვენს სცენაზე ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზამთრის ზღაპარი გაცოცხლდება, მეგობრობა და სიყვარული გაალღობს გაყინულ გულს და გერდა სახლში დაბრუნდება.
თუ მაინც კაი იყო?
ჯერ სპექტაკლი ნახეთ, მერე წიგნში გადაამოწმეთ!

სპექტაკლის მხარდამჭერია ლოკომოკო

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი: კახაბერ შარტავა
მხატვარი: ნუცა ჭყონია
კომპოზიტორი: ეკა კვალიაშვილი
მუსიკალური გამფორმებელი: კახაბერ შარტავა
ქორეოგრაფი: თინათინ ქოიავა
ტექნიკური რეჟისორი: პავლე ინასარიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
მეზღაპრე – დარეჯან ხაჩიძე
კაი – გიორგი ქორიძე
გერდა – ქეთი ხუციშვილი
ლარნაკანუცა სულაბერიძე
იოჰანა პუანტინათიკი მოსულიშვილი
იოანა პუანტინანინი ქარჩავა
ავაზაკისალომე მიქაძე
კუდიანი – თათული ედიშერაშვილი
თოვლის დედოფალი – მარიამ როინიშვილი, ნანუკა კუპატაძე

და ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტები:
ლევან გოგოხია
სანდრო კახეთელიძე
მარი მაკასარაშვილი
მარიკო მჭედლიძე
მარიამ მიქაძე
გიორგი შუბითიძე
დავით ხინთიბიძე
ქეთი ხუციშვილი

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2018 წლის 25 დეკემბერს
სპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 10 წუთი ანტრაქტის გარეშე