ადმინისტრაცია
ვანო ხუციშვილი
2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და თეატრალური ხელოვნების პროგრამის ხელმძღვანელია
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
განათლება:
- ბაკალავრიატი – თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამისა და კინოს მსახიობი
- მაგისტრატურა – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის რეჟისურა
- დოქტორანტურა – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის რეჟისურა
- თემურ ჩხეიძის სახელოსნო, თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი
პროფესიული გამოცდილება:
- ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, 175-ე საჯარო სკოლა
- კულტურული მიმართულების ხელმძღვანელი და მთავარი კოორდინატორი, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” და ჰუმანიტარული ორგანიზაცია “არგოს” მიერ განხორციელებული სოციალურ და კულტურულ საერთაშორისო პროექტი
- რეჟისორი, თბილისის ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის სტუდიაში “ცეტები”
- სამსახიობო ჯგუფის ასისტენტ-პედაგოგი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
- სარეჟისორო ჯგუფის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
- მიწვეული პედაგოგი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
დადგმული სპექტაკლები სხვადასხვა თეატრებში:
- ნინო სადღობელაშვილი “საუკუნის პაციენტი” (ლიტერატურული თეატრი)
- გიორგი ზანგური “დონორები” (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი)
- ნინო სადღობელაშვილი “კარუსელი”, რეტრომედია ცისფერყანწელები (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი)
- ზვიად გამსახურდიას “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველების” მიხედვით “ეს რა წიგნი გვქონია” (ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი)
- კონსტანტინე გამსახურდია, რამაზ ბერაძე “დიდოსტატის ნადიმი” (ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი)
- გიორგი ზანგური “ჩვენი სახლი” (ცვლილებების თეატრი, სომხეთი, ინტერაქტიული თეატრის ფესტივალი)
- კონსტანტინე გამსახურდია, რამაზ ბერაძე “დიდოსტატის ნადიმი” (თეატრი ათონელზე)
- ჰენრიკ იბსენი “თოჯინების სახლი” (თავისუფალი თეატრი)
- ალექსანდრე ოსტროვსკი “შემოსავლიანი ადგილი” (გიორგი სიხარულიძესთან ერთად, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
- ნინო სადღობელაშვილი “ფსიქოტროპი” (თავისუფალი თეატრი)
- ნინო სადღობელაშვილი “საძაღლე” (თავისუფალი თეატრი)
- ვაცლავ ჰაველი “ჩემი საუკეთესო მეგობარი” – პიესის “ვერნისაჟი” მიხედვით (თავისუფალი თეატრი)
- უილიამ შექსპირი “მაკბეტი” (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
- დათა თავაძე “დედაომი” – სასტიკი თეატრის დღეების ფარგლებში (სამეფო უბნის თეატრი, თემურ ჩხეიძის სახელოსნო)
- ალბერტ რამსდელ ჰენრი “რა დროს შექსპირია” – პიესის “სილვია” მიხედვით (თავისუფალი თეატრი)
- მაკა კუკულავა “მეორე ნახევარი” (სამეფო უბნის თეატრი, თემურ ჩხეიძის სახელოსნო)
- დავით ფირცხალავა “მესამე” (სამეფო უბნის თეატრი, თემურ ჩხეიძის სახელოსნო)
- დავით ფირცხალავა “დიდი შესვენება” (ახალციხის დრამატული თეატრი)
- ჟან პოლ სარტრი “ალტონელი განდეგილები” (თავისუფალი თეატრი)
- ანკა ვისდეი “მუდამ ერთად” (თავისუფალი თეატრი)
პროფესიული ჯილდოები:
- საუკეთესო რეჟისურა 2015 სპექტაკლისთვის “რა დროს შექსპირია”
- საუკეთესო რეჟისურა 2014 სპექტაკლისთვის “მაკბეტი”
- საუკეთესო სპექტაკლი 2014 სპექტაკლისთვის “მაკბეტი”
- საუკეთესო სპექტაკლი 2011-2013 სპექტაკლისთვის “საძაღლე”