“ვარსკვლავბიჭუნა”, პრემიერა

Facebook
Twitter

2022 წლის 26 დეკემბერს ილიაუნის თეატრის სცენაზე ჯადოსნური, საახალწლო ზღაპრის “ვარსკვლავბიჭუნა” პრემიერა შედგება. “ვარსკვლავბიჭუნა”, ოსკარ უაილდის ძალიან ცნობილი ზღაპარი, ჩვენს სცენაზე პირველად გაცოცხლდება, როგორც ბავშვებისათვის, ასევე მათი მშობლებისა და მოზარდებისათვის. ილიაუნის თეატრში სპექტაკლი 26 დეკემბრიდან 19 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

საახალწლო სპექტაკლზე რეჟისორი ლუკა ინსწკირველი ცნობილ მსახიობებთან და თეატრალური სტუდიის “ეტ-ცეტერა” მოსწავლეებთან ერთად მუშაობს. სპექტაკლში მაყურებლისათვის განსაკუთრებულად საყვარელი მსახიობები იღებენ მონაწილეობას: თამუნა ნიკოლაძე, მაია ხორნაული, ზუკა პაპუაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე და ანდრია ვაჭრიძე.