“აკრძალული თამაშები” პრემიერა

Facebook
Google+
Twitter

2018 წლის 23 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლის “აკრძალული თამაშები” პრემიერა შედგა.

სპექტაკლის რეჟისორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებული გვანცა ხვიჩიაა.

თოთხმეტი წლის გოგო თექვსმეტი წლის ბიჭების ყურადღების მიქცევას ცდილობს, ზრდასრულ ქალბატონის როლს მოირგებს,
ალკოჰოლსაც მიირთმევს და სიგარეტსაც ეწევა. ბიჭებიც ერთვებიან გოგოს შეთავაზებულ თამაშში, რომელიც ნელ-ნელა აკრძალულ საზღვრებს გადაკვეთს და სასამართლო პროცესამდე მიდის. ვინ არის დამნაშავე? გოგოს ბრალია რაც მოხდა, თუ ბიჭების? ან საერთოდ რა მოხდა?

და, რაც მთავარია, დარწმუნებული ხართ, რომ ეს ყველაფერი თქვენს შვილს არ დაემართება?

1988 წელს ისრაელში მომხდარ რეალურ ამბებზე დაფუძნებული პიესა თანაბრად აფრთხილებს მოზარდებს, მათ მშობლებს,მათ მასწავლებლებს და ყველა ჩვენგანს, რომ მსგავსი რამ შეიძლება აქვე, მეზობელი სახლის ეზოშიც მოხდეს.