ერთდღიანი თეატრალური ფესტივალი

Facebook
Google+
Twitter

20 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით ჩვენს სცენაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამისა“ და კავშირი ,,ბერილუს“-ის თანამშრომლობით სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართება.

ფეტივალი მიზნად ისახავს ერთ თემში მცხოვრები სხვადასხვა  შესაძლებლობების მქონე მოზარდების საერთო ინტერესის გარშემო გაერთიანებას.

თეატრალურ ფესტივალზე მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
(მათ შორის ეთნიკური უმცირესობისა და ლინგვისტური პრობლემების მქონე) მოზარდებისა  და საჯარო სკოლების თანატოლების თანამშრომლობით  მომზადებული  შემდეგი  სპექტაკლები:

  • 15:00-15:40 – ,,ვარსკვლავბიჭუნა“  – ოსკარ უაილდის მოთხრობის მიხედვით.
    სპექტაკლი მომზადებულია ქ. ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და ბოშა მოზარდების თანამშრომლობით. დამდგმელი რეჟისორი გეგა ქურციკიძე.
  • 15:50-16:30 – ,,საშობაო საჩუქრები“ –  ჯოან აიკენის მოთხრობის მიხედვით.
    სპექტაკლი მომზადებულია ქ. თბილისის N202 საჯარო სკოლის უსინათლო და სუსტადმხედველი მოზარდებისა და ქ. თბილისის N77 საჯარო სკოლის მოსწავლეების თანამშრომლობით. დამდგმელი რეჟისორი დავით დანელია.
  • 16:40-17:10 – „ოგი რენის საშობაო ამბავი“ – პოლ ოსტერის მოთხრობის მიხედვით.
    სპექტაკლი მომზადებულია ქ. თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და რეპატრირებული მესხი მოზარდების თანამშრომლობით. დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი.