“თოვლის დედოფალი” პრემიერა

Facebook
Google+
Twitter

2018 წლის 25 დეკემბერს ილიაუნის თეატრის სცენაზე ჯადოსნური, საახალწლო ზღაპრის “თოვლის დედოფალი” პრემიერა შედგა. “თოვლის დედოფალი”, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ძალიან ცნობილი ზღაპარი, ჩვენს სცენაზე პირველად გაცოცხლდა როგორც ბავშვებისათვის, ასევე მათი მშობლებისა და მოზარდებისათვის. თეატრმა სპექტაკლი საახალწლო დღეებში 15 – ჯერ ითამაშა და არცერთ წარმოდგენას ანშლაგის გარეშე არ ჩაუვლია.

საახალწლო სპექტაკლზე რეჟისორმა კახაბერ შარტავამ იმუშავა თეატრის მსახიობებთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად. ამავდროულად, სპექტაკლში მაყურებლისათვის განსაკუთრებულად საყვარელმა მსახიობებმაც მიიღეს მონაწილეობა: თათული ედიშერაშვილმა კუდიანის როლი შეასრულა, ხოლო მარიამ როინიშვილმა – თოვლის დედოფალი.